გამამხნევებელი ბიბლიის მუხლები

იგავნი 3:5-6
დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი. ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს.

იგავნი 18:10
უფლის სახელი მტკიცე გოდოლია; მართალი შეაფარებს თავს და გადარჩება

ესაია 41:10
ნუ გეშინია, რადგან მე შენთანა ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით.’

იოანეს 14:27
მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. ისე კი არ გაძლევთ, ქვეყანა რომ იძლევა. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.

იოანეს 16:33
ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ქვეყნიერებაზე გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე ქვეყნიერებას.“

ფსალმუნები 45:1-3
ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად. ამიტომ არ შეგვეშინდება, თუნდაც პირი იცვალოს ქვეყნიერებამ და მთები დაიძრნენ ზღვათა გულისაკენ. თუნდაც იხმაურონ, იბობოქრონ მათმა წყლებმა. მთები შეირყევიან მათი მედიდურებით.

2 ტიმოთეს 1:7
ვინაიდან ღმერთმა ჩვენ მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.

ფსალმუნები 15:8
წარმოვიდგენ უფალს ჩემს პირდაპირ მუდამ, რადგან ჩემს მარჯვნივ არის, არ დავეცემი.

ფსალმუნები 54:22
მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდის წაბორძიკებას.

1 პეტრეს 5:7
თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე.

ესაია 26:3
სულს, რომელიც შენ გენდობა, იფარავ მშვიდობაში, რადგან შენზეა მონდობილი.

ფსალმუნები 117:14-16
ჩემი ძალა და სიმღერაა უფალი, და ის იქნება ჩემი მშველელი.  ხმა სიმღერისა და შეწევნისა მართალთა კარვებში: „უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის! უფლის მარჯვენა მომაღლებულია, უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის!”

ფსალმუნები 118:114-115
თავშესაფარი და ფარი ხარ ჩემი; შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული. შორს ჩემგან, უკეთურნო, და მე დავიცავ მცნებებს ჩემი ღმერთისას!

ფსალმუნები 118:25
მიწა-მტვერს მიეკრა სული ჩემი; მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.

ფსალმუნები 118:50
ეს არის ჩემი ნუგეში გაჭირვებაში, რადგან შენმა ნათქვამმა გამაცოცხლა.

ფსალმუნები 118:71
კარგია ჩემთვის, რომ ვეწამე, ვინძლო ვისწავლო წესდებანი შენი.

ფსალმუნები 119:1
უფალს ჩემი გაჭირვების ჟამს მოვუხმე, და მიპასუხა.


მსგავსი თემები:

გამხნევების მაგალითები       აშენების მაგალითები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close