დასაწყისში ბიბლიის მუხლები

დაბადება 1:1
დასაწყისში ღმერთმა შექმნა ცანი და მიწა.

ებრაელთა 1:10
და: „შენ დააფუძნე, უფალო, თავდაპირველად დედამიწა და ზეცა, შენი ხელის ნამოქმედარია.

იოანეს 1:1
დასაწყისში იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.

იოანეს 1:2
ის იყო დასაწყისში ღმერთთან.

იგავნი 8:25-30
სანამ მთები დადგინდებოდნენ, ბორცვებზე ადრე გამოვჩნდი. როცა არც დედამიწა იყო შექმნილი, და არც მინდვრები და ქვეყნიერების პირველი მტვერი. იქ ვიყავი ცათა დაფუძნებისას, როცა წრე შემოავლო ზღვის ზედაპირს, როცა მაღლა ღრუბლებს ამაგრებდა და უფსკრულში წყაროებს აძლიერებდა, როცა წესი დაუდგინა ზღვებს, რათა წყლებს არ გადაელახათ მათი ნაპირი და ბრძანებით დაადგინა დედამიწის საფუძვლები. ხუროთმოძღვარივით გვერდში ვყავდი, დღენიადაგ მისი სიხარული ვიყავი და ყოველთვის ვხარობდი მის წინაშე:

Close
Close