იოანეს 15:15
მონებს აღარ გიწოდებთ, რადგან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრები გიწოდეთ, რადგან ყველაფერი გამცნეთ, რაც მამაჩემისგან მსმენია.
ესაია 48:6
მოგისმენია და შეგიხედავს ამ ყველაფრისთვის, ნუთუ არ აღიარებ ამას? ამიერიდან გიცხადებ ახალს, დაფარულს, რაც არ იცოდი.
იონას 4:11
მე კი არ უნდა მენანებოდეს ნინევე, დიდი ქალაქი, რომელშიც ასოცი ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაც თავიანთი მარჯვენა ვერ გაურჩევიათ მარცხენისაგან და სადაც უამრავი საქონელია?”
ზაქარია 4:12-13
მეორედაც მივმართე და ვკითხე: რა არის ეს ორი რტო ზეთისხილისა, საიდანაც ოქროს ორი საწრეტით იღვრება ოქრო? მიპასუხა: განა არ იცი, რა არის ეს? ვუთხარი: არა, ჩემო ბატონო!
ლუკას 9:33
ისინი რომ შორდებოდნენ მას, პეტრემ უთხრა იესოს: „მოძღვარო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა, მოდი გავაკეთოთ სამი კარავი – ერთი შენ, ერთი მოსეს, და ერთიც ელიას”. ვინაიდან არ იცოდა, რას ლაპარაკობდა.
იოანეს 4:32-33
იესომ უთხრა მათ: „მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით”. მოწაფეებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ვინმემ ხომ არ მოუტანა საჭმელი?”
2 კორინთელთა 12:2-3
ვიცი კაცი ქრისტეში, რომელიც თოთხმეტი წლის წინათ – არ ვიცი, სხეულში, არ ვიცი, სხეულის გარეთ, ღმერთმა იცის, – მესამე ცამდე იქნა ატაცებული. და ვიცი ამ კაცის შესახებ – თუმცა სხეულში იყო, თუ სხეულის გარეშე, არ ვიცი, ღმერთმა იცის, –
გამოცხადება 3:17-19
რადგან ამბობ: მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მაკლიაო. ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი. გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმედილი ოქრო, რომ გამდიდრდე, და თეთრი სამოსელი, რომ შეიმოსო და აღარ ჩანდეს შენი სიშიშვლის აუგი, და თვალის მალამო, რათა იცხო თვალებზე, რომ დაინახო. ვინც მიყვარს, მათ ვამხელ და ვწვრთნი. აბა, იყავი მოშურნე და მოინანიე.
გამოსვლა 34:29
სინაის მთიდან ჩამოსვლისას მოწმობის ორივე დაფა ხელში ეჭირა მოსეს და არ იცოდა, რომ ბრწყინავდა მისი სახის კანი, უფალთან საუბრის გამო.
1 მეფეთა 20:38-39
კიდევ მიაძახა იონათანმა ყმაწვილს: ჩქარა დაბრუნდი, ნუ გაჩერდები! მოაგროვა იონათანთან მყოფმა ბიჭმა ისრები და მივიდა თავის ბატონთან. ყმაწვილი ვერაფერს მიხვდა. მხოლოდ იონათანმა და დავითმა იცოდნენ, რა ხდებოდა.
2 მეფეთა 15:11
ალალად გაჰყვა აბესალომს იერუსალიმიდან ორასი კაცი, არ იცოდნენ, რა ხდებოდა.
იობი 28:12-13
მაგრამ სად იპოვება სიბრძნე? სად არის ცოდნის ადგილი? მისი ფასი არ იცის კაცმა და ცოცხალთა ქვეყანაში არ იპოვება.
ლუკას 7:49
იწყეს მისმა თანამეინახეებმა თავისთვის ლაპარაკი: „ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებს?”