ფსალმუნები 103:33
ვუმღერებ უფალს, სანამ ვცოცხლობ, ვუმღერ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.
ფსალმუნები 39:3
ახალი სიმღერა მისცა ჩემს ბაგეებს ჩვენი ღმერთის განსადიდებლად. მრავალნი იხილავენ შეშინდებიან და მიენდობიან უფალს.
რომაელთა 15:9
ასევე წარმართებისთვისაც, რათა განედიდებინა ღმერთი მისი წყალობისათვის, როგორც წერია: „ამისათვის გაქებ შენ წარმართთა შორის და ვუგალობებ შენს სახელს”.
ფსალმუნები 68:30
გალობით შევაქებ ღვთის სახელს და მადლიერებით განვადიდებ.
ფსალმუნები 56:7
მტკიცეა ჩემი გული ღმერთო, მტკიცეა ჩემი გული, გიმღერებ და გიგალობებ.
ფსალმუნები 58:17
სიძლიერევ ჩემო, შენ გიგალობებ, რადგან ღმერთია ჩემი ბურჯი, ღმერთი ჩემი მწყალობელი.
ფსალმუნები 100:1
წყალობაზე და სამართალზე ვიმღერებ; შენ გიმღერებ, უფალო.
ფსალმუნები 60:8
ასე ვუმღერ შენს სახელს უკუნისამდე, დღითი დღე შეგისრულებ ჩემს აღთქმებს.
ფსალმუნები 107:3
გადიდებ, უფალო, ხალხებს შორის და ერთა შორის გიგალობებ.
ფსალმუნები 143:9
ახალ სიმღერას გიმღერებ, ღმერთო! ათსიმიან ჩანგზე გიგალობებ,
ფსალმუნები 42:2
და მივალ ღმერთის სამსხვერპლოსთან, ჩემი დაუშრეტელი სიხარულის ღმერთთან, და გადიდებ შენ ქნარით, ღმერთო, ჩემო ღმერთო!
ფსალმუნები 70:22
მეც მადლობას გადაგიხდი ებნის საკრავით, ვადიდებ შენს ჭეშმარიტებას, ღმერთო; გიგალობებ ქნარით, წმიდაო ისრაელისა.
ფსალმუნები 20:13
ამაღლდი შენი ძალით, უფალო! ვუმღერებთ და ვუგალობებთ შენს ძლიერებას.