დაბადება 3:12-13
და უთხრა ადამმა: „დედაკაცმა, რომელიც შენ მომეცი, მომცა ხიდან და შევჭამე.” და უთხრა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: „ეს რა გააკეთე?” და უთხრა დედაკაცმა: „გველმა მაცდუნა და შევჭამე.”
რიცხვნი 20:5
რად ამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან, რომ მოგეყვანეთ ამ უვარგის ადგილზე, რომელზედაც არც ითესება, და არც ლეღვია და არც ვაზი, არც ბროწეული და წყალიც კი არაა დასალევად?”
რიცხვნი 21:5
ლაპარაკობდა ხალხი ღმერთისა და მოსეს წინააღმდეგ: „რად გამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან, რომ დავიხოცოთ უდაბნოში? რადგან არაა პური და არც წყალი, და ჩვენს სულს შესძაგდა ეს უვარგისი საჭმელი.”
იესო ნავეს ძე 22:15-18
და მივიდნენ ისინი რეუბენის ძეებთან, გადის ძეებთან და მენაშეს ნახევარ ტომთან გილყადის ქვეყანაში და უთხრეს მათ: „ასე ამბობს უფლის მთელი თემი: ‘ეს რა ღალატი ჩაიდინეთ ისრაელის ღმერთის წინაშე, ზურგი რომ შეაქციეთ დღეს უფალს, და სამსხვერპლო აიშენეთ და აუმხედრდით დღეს უფალს? ნუთუ არ კმაროდა ჩვენთვის ფეღორის დანაშაული, რისგანაც დღემდე ვერ განვწმედილვართ რის გამოც მომსვრელი სენი იყო უფლის თემში? და თქვენ დღეს აქცევთ ზურგს უფალს! და თუ თქვენ დღეს აუმხედრდებით უფალს, ხვალ განურისხდება იგი ისრაელის მთელ თემს!
1 მეფეთა 22:13-15
და უთხრა საულმა: „რად მომიწყვეთ შეთქმულება შენ და იესეს ძემ, პური და მახვილი რომ მიეცი მას და ღმერთს რომ შეეკითხე მის გამო, რათა აღმდგარიყო ჩემს წინააღმდეგ, როგორც დღეს გაცხადდა?” და მიუგო ახიმელექმა მეფეს და უთხრა: „ვინ არის დავითივით სარწმუნო შენს მსახურთა შორის? მეფის სიძე, შენი მსახური და შენს სახლში პატივდებული? განა დავიწყებდი მისთვის მკითხაობას ღმერთთან? არამც და არამც! ნურაფერში დამადანაშაულებს მეფე თავის მსახურს და მამაჩემის მთელს სახლს, რადგან ამ საქმისა არაფერი არ იცის შენმა მსახურმა, არც მცირე, არც დიდი.”
2 მეფეთა 3:8
და ძლიერ განრისხდა აბნერი იშბოშეთის სიტყვებზე და უთხრა: „განა მე ძაღლის თავი ვარ? იუდას რომ ვეწინააღმდეგები დღეს, სიკეთეს ვუკეთებ მამაშენის, საულის, სახლს, მის ძმებსა და მოყვასებს და არ ჩამიგდიხარ დავითის ხელში, ახლა ამ ქალთან ცოდვას მაბრალებ?
იობი 4:5-7
და ახლა შენც მოგადგა და გაბეზრდი, შენც გეწია და შეძრწუნდი, შენი მოშიშება ხომ შენი სასოებაა, და შენი გზების სიალალე – შენი იმედი? გაიხსენე, ვინმე თუ დაღუპულა უდანაშაულო? სადმე თუ ამომწყდარან მართალნი?
იობი 8:6
წრფელი რომ ყოფილიყავ, ახლა იფხიზლებდა შენთვის და აღგიდგენდა შენი სიმართლის ალაგს.
იერემია 38:4
და უთხრეს მთავრებმა მეფეს: „დაე, მოკლულ იქნეს ეს კაცი, რადგან ამით ის ძალას ართმევს ამ ქალაქში დარჩენილ მებრძოლ კაცთა ხელებს და მთელი ერის ხელებს, რომ ეუბნება მათ მსგავს სიტყვებს, რადგან ეს კაცი მშვიდობას კი არ მოითხოვს ამ ერისათვის, არამედ უბედურებას.”
იოანეს 9:1-2
მიმავალმა დაინახა კაცი, დაბადებიდან ბრმა. და შეეკითხნენ მოწაფეები: „რაბი, ვინ შესცოდა, მან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?”
იობი 2:9
და უთხრა მას მისმა ცოლმა: „შენ კვლავ ეჭიდები შენს სიალალეს? დაგმე ღმერთი და მოკვდი!”