დედა – ბიბლიური ციტატები

გამოსვლა 20:12
პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.

ესაია 66:13
როგორც დედა სცემს ნუგეშს თავის შვილს, ისე მე გცემთ თქვენ ნუგეშს და იერუსალიმში იქნებით ნუგეშცემულნი.

ეფესელთა 6:1-3
დაემორჩილეთ, შვილებო, თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია „პატივი ეცი შენს მამას და დედას, – ეს არის პირველი მცნება აღთქმით, – რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო ქვეყანაზე.”

იგავნი 31:10
მარჯვე ცოლს ვინ ჰპოვებს? მარგალიტებზე მაღალია მისი ფასი.

ფსალმუნები 138:13
რადგან შენ დაბადე თირკმელნი ჩემნი, შენ გამომძერწე დედაჩემის წიაღში.

იგავნი 10:1
იგავნი სოლომონისა ბრძენი შვილი მამას ახარებს, ბრიყვი შვილი კი დედამისის დარდია.

დაბადება 3:20
და უწოდა ადამმა თავის დედაკაცს სახელად ევა, რადგან ის უნდა გამხდარიყო დედა ყოველი ცოცხალისა.

იგავნი 1:8-9
ისმინე, შვილო ჩემო, მამაშენის დარიგება და დედაშენის სწავლებას ნუ მიატოვებ. რადგან ეს მშვენიერი გვირგვინია შენს თავზე, მანიაკი შენს ყელზე.

მეორე რჯული 5:16
პატივი ეცი მამაშენს და დედაშენს, როგორც გიბრძანა შენ უფალმა, შენმა ღმერთმა, რათა დღეგრძელი იყო და კარგად იყო იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს შენ.

იგავნი 22:6
აღზარდე ყმაწვილი მისი გზის მიხედვით, კიდევაც რომ მოხუცდეს, არ გადაუხვევს მისგან.

მეორე რჯული 6:5-7
და შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულითა და სულით, და მთელი შენი ძალით. და იყოს ეს სიტყვანი, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს, შენს გულში. ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, და გზაზე სიარულისას, დაწოლისას, და ადგომისას.

იგავნი 29:15
შოლტი და დარიგება სიბრძნეს იძლევა, ხოლო მიშვებული ყმაწვილი არცხვენს თავის დედას.

2 ტიმოთეს 1:5
ვიხსენებ შენს წრფელ რწმენას, რომელიც უწინ დამკვიდრებული იყო დიდედაშენ ლოისში და დედაშენ ევნიკეში და მწამს, რომ იგი შენშიც არის.

ეზეკიელი 16:44
და ყოველი მეიგავე იტყვის შენზე იგავს: ‘რაც დედაა, ის შვილია.’

4 მეფეთა 4:30
თქვა ყმაწვილის დედამ: უფალს და შენს თავს გეფიცები, რომ არ დაგტოვებ. ადგა ღვთისკაცი და გაჰყვა ქალს.

ტიტეს 2:3-5
ხანდაზმული ქალებიც ისეთნი იყვნენ, როგორც შეჰფერის სიწმიდეს: არა ცილისმწამებელნი, არა ღვინის მონები, არამედ სიკეთის მოძღვარნი, რათა ასწავლიდნენ ყმაწვილ ქალებს, უყვარდეთ ქმარ-შვილი, კეთილგონიერნი იყვნენ, უმანკონი, მეოჯახენი, კეთილნი, თავიანთი ქმრების მორჩილნი, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა.

ფსალმუნები 126:3
აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან – შვილები, გასამრჯელო – მუცლის ნაყოფი.

Close
Close