გული და სულიწმინდა ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 50:10
სუფთა გული შექმენი ჩემში, ღმერთო და წრფელი სული განმიახლე.

ეზეკიელი 36:26
ჩაგიდგამთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდებთ; ქვის გულს მოგაშორებთ სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ.

ფსალმუნები 50:12-17
შენი ხსნის სიხარული დამიბრუნე და შენი დიდებული სულით გამამაგრე. მაშინ ვასწავლი შენს გზებს დამნაშავეთ და ცოდვილნი დაბრუნდებიან შენთან. სისხლისგან მიხსენი ღმერთო, ჩემი ხსნის ღმერთო და ხოტბას შეასხამს ჩემი ენა შენს სიმართლეს. უფალო! გახსენი ჩემი ბაგეები და შენს ქებას იტყვის ჩემი პირი. რადგან მსხვერპლი არა გსურს, რომ შემოგწირო და სრულადდასაწველს არ ინებებ. შესაწირი ღმერთისა – სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გულს არ დაამცირებ, ღმერთო.

ესაია 57:17
მისი ანგარების ცოდვის გამო ვბრაზობდი და ვლახვრავდი მას; დავემალე, რადგან ვბრაზობდი, ის კი თავხედურად დადიოდა თავისი გულის გზით.

იერემია 24:7
გულს მივცემ მათ ჩემს შესაცნობად, რადგან მე ვარ უფალი; ჩემი ხალხი იქნებიან და მე ვიქნები მათი ღმერთი, რადგან მთელი გულით მობრუნდებიან ჩემკენ.

ეზეკიელი 18:31
განიშორეთ ყველა თქვენი დანაშაული, რითაც უმართლობდით და შეიქმენით ახალი გულები და ახალი სულები. რად უნდა მოკვდეთ, ისრაელის სახლო?

რომაელთა 8:9
ხოლო თქვენ, ხორცში კი არ ხართ, არამედ სულში, თუ ღვთის სული ცხოვრობს თქვენში. ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის.

იოანეს 7:37-39
დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: “თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს; ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, ცოცხალი წყლის მდინარეები იდინებენ მისი მუცლიდან. ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, რადგან ჯერ არ იყო მოცემული სული, რაკი ჯერ არ განდიდებულიყო იესო.

რომაელთა 5:5
ხოლო იმედი არ არის შემარცხვენელი, ვინაიდან ღვთის სიყვარული ჩაგვეღვარა გულებში, სულიწმიდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ.

2 კორინთელთა 1:22
რომელმაც დაგვბეჭდა და სულის საწინდარი მოგვცა ჩვენს გულებში.

გალატელთა 4:6
და რაკიღა თქვენ ძენი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც შესძახის: “აბბა, მამაო!”

ეფესელთა 3:16-17
რომ მოგცეთ ძალა თავისი დიდების სიმდიდრით, რათა მისი სულის მეშვეობით განმტკიცდეთ შინაგან კაცში. ისე, რომ რწმენით დამკვიდრდეს ქრისტე თქვენს გულებში და იყოთ ფესვგადგმულნი და დაფუძნებულნი სიყვარულში;

კოლასელთა 1:27
რომელთათვისაც ღმერთმა ინება ეცნობებინა, რა არის ამ საიდუმლოს დიდების სიმდიდრე ერებს შორის: რომელიც არის ქრისტე თქვენში, დიდების იმედი,

გალატელთა 5:22-23
ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება – ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.

მარკოზის 12:30
შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით. ეს არის პირველი მცნება.

მათეს 22:37
უპასუხა: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.

ლუკას 10:27
მან უპასუხა: შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით; და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.

გამოსვლა 25:2
უთხარი ისრაელის შვილებს, რომ ამიკრიფონ შესაწირი; ყოველმა, ვისაც გული ეტყვის, ამიგროვოს შესაწირი.

მეორე რჯული 6:5
შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი არსებით.

მეორე რჯული 11:13
და თუ გულმოდგინედ დაემორჩილებით ჩემს მცნებებს, რომელთაც გიბრძანებთ დღეს, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, და ემსახუროთ მას მთელი თქვენი გულითა და სულით,

მეორე რჯული 30:6
გულებს წინადაგიცვეთთ უფალი, შენი ღმერთი, შენ და შენს შთამომავლობას, რათა გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, მთელი თქვენი გულითა და არსებით, რათა იცოცხლოთ.

3 მეფეთა 15:14
მაღლობები კი არ მოუშორებია, თუმცა მთელი მისი სიცოცხლე ერთგული იყო ასა უფლისადმი.

ფსალმუნები 43:18
არ უკუქცეულან ჩვენი გულები და არც ჩვენს ნაბიჯებს გადაუხვევიათ შენი გზიდან.

3 მეფეთა 2:4
რათა აღასრულოს უფალმა ყველა სიტყვა, რომელიც აღმითქვა: თუ დაიცავენ შენი ძენი ჩემს გზებს, რომ იარონ ჩემ წინაშე ჭეშმარიტებით, მთელი გულითა და გონებით, მაშინ არ ამოგეძირკვებაო შთამომავალი ისრაელის ტახტზე!

1 ნეშტთა 29:18
უფალო, აბრაჰამის, ისაკისა და ისრაელის, ჩვენი მამების ღმერთო! დაიცავი უკუნისამდე შენი ხალხის გულის ფიქრები და ზრახვები და შენკენ წარმართე მათი გული.

ნეემია 9:8
ერთგულად სცანი მისი გული შენ წინაშე და აღთქმა დაუდე, რომ ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, იებუსელთა და გირგაშელთა ქვეყანას მისცემდი მისი შთამომავლობისთვის დასამკვიდრებლად;

საქმეები 11:23
როდესაც მივიდა და იხილა ღვთის მადლი, გაიხარა და ყველას შეაგონებდა, წრფელი გულით დამკვიდრებულიყვნენ უფალში.

კოლასელთა 3:16
უხვად დამკვიდრდეს უფლის სიტყვა თქვენში სრული სიბრძნით; ასწავლეთ და შთააგონეთ ერთმანეთი ფსალმუნით, გალობით და სულიერი სადიდებლებით, და უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით.

1 მეფეთა 2:1
ილოცა ხანამ და თქვა: ხარობს ჩემი გული უფალში და მომიმაღლა რქა უფალმა; ბაგე გამეხსნა მტრების წინააღმდეგ, რადგან ვხარობ შენმიერ ხსნაში.

2 ნეშტთა 11:16
ისრაელის ყველა ტომიდან მიჰყვებოდნენ ლევიანებს, ვინც გულით ეძებდა უფალს, ისრაელის ღმერთს, რომ მოსულიყვნენ იერუსალიმში და მსხვერპლი შეეწირათ უფლისთვის, თავიანთი მამების ღმერთისთვის.

2 ნეშტთა 29:31
მიუგო ხიზკიაჰუმ და თქვა: ახლა უკვე განწმედილნი ხართ უფლისთვის; მოდით, მოიტანეთ მსხვერპლები და სამადლობელნი უფლის სახლში. მოიტანა მთელმა კრებულმა მსხვერპლები და სამადლობელნი, ხოლო ვისაც გულით სურდა მოიტანა სრულადდასაწველი.

იობი 11:13
თუ განიმზადებ გულს და მისკენ გაიწვდი ხელებს,

ფსალმუნები 8:1
უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდებულია შენი სახელი მთელ ქვეყანაზე, ცებზე მაღალია დიდება შენი.

ფსალმუნები 32:21
რადგან მისით ხარობს ჩვენი გული და მის წმიდა სახელს ვენდობით.

ფსალმუნები 85:12
ქებას მოგიძღვნი უფალო, ღმერთო ჩემო, მთელი გულით და უკუნისამდე განვადიდებ შენს სახელს,

ფსალმუნები 137:1
მთელი ჩემი გულით განგადიდებ, ღმერთთა წინაშე გიგალობებ შენ.

რომაელტა 15:6
ჩემი მამულები მშვენიერ ადგილებში მერგო, სამკვიდროც მოსაწონია ჩემთვის.

ეფესელთა 5:18-19
ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით. ელაპარაკეთ ერთმანეთს ფსალმუნით, გალობითა და სულიერი საგალობლებით, უმღერეთ და ეფსალმუნეთ უფალს გულებში.

ფილიპელთა 3:3
რადგან ჩვენ ვართ წინადაცვეთილობა – სულით რომ ვემსახურებით ღმერთს, ქრისტე იესოთი მოქადულნი და არა ხორცზე დაიმედებულნი.

ფსალმუნები 118:145
მთელი გულით მოგიხმობ; მიპასუხე, უფალო! შენს წესებს დავიცავ

დაბადება 24:45
ჯერ არ დამესრულებინა სიტყვა, რომ მხარზე სურაშემოდგმული რებეკა დავინახე. ჩავიდა ჭასთან და წყალი ამოიღო. ვუთხარი, დამალევინე-მეთქი.

1 მეფეთა 1:13
გულში ლოცულობდა ხანა, მხოლოდ მისი ბაგენი იძვროდნენ და ხმა კი არ ისმოდა; მთვრალი ეგონა იგი ყელის.

1 ნეშტთა 22:19
ახლა თქვენი გული და სული განაწყვეთ უფლის, თქვენი ღმერთის საძიებლად. ადექით და ააშენეთ უფლის, თქვენი ღმერთის საწმიდარი, რათა უფლის სახელზე აშენებულ სახლში მიიტანოთ უფლის აღთქმის კიდობანი და წმიდა ჭურჭელი.

ფსალმუნები 20:2
შენ შეუსრულე მას სასურველი მისი გულისა და სათხოვარი მისი ბაგეებისა არ უკუაგდე.

ფსალმუნები 26:8
შენ უთხარი ჩემს გულს: ეძიეთ ჩემი სახე! შენს სახეს მოვძებნი უფალო.

ფსალმუნები 62:1
ღმერთო! შენ ხარ ჩემი ღმერთი, შენ დაგეძებ, შენ სწყურიხარ ჩემს სულს. შენკენ მოილტვის ჩემი სხეული უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე.

ფსალმუნები 83:2
ნატრობს და ელტვის სული ჩემი უფლის ეზოებს, ჩემი გული და ჩემი სხეული ცოცხალ ღმერთს უმღერიან.

რომაელთა 8:26-27
ასევე სულიც გვეხმარება ჩვენს უძლურებაში; ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ვილოცოთ, როგორ შეეფერება, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით. ხოლო გულთამხილავმა იცის, რა არის სულის ზრახვა, იმიტომ, რომ იგი ღვთის ნებით შუამდგომლობს წმიდათათვის.

ფსალმუნები 118:34
მომეცი გონიერება, რათა დავიცვა შენი რჯული და მთელი გულით შევინახო იგი.

მეორე რჯული 26:16
გიბრძანებს დღეს უფალი, შენი ღმერთი, ამ წესებისა და სამართლის აღსრულებას; დაიცავი და აღასრულე ისინი მთელი შენი გულითა და მთელი შენი არსებით.

მეორე რჯული 30:14-17
რადგან ძალიან ახლოა ეს სიტყვა შენთან; შენს ბაგეზეა იგი და შენს გულში, რათა ასრულებდე მას. აჰა, შენს წინაშე დამიდევს დღეს სიცოცხლე და სიკეთე, სიკვდილი და ბოროტება, რომელთაც იმისთვის გამცნებ დღეს, რომ შეიყვარო უფალი, შენი ღმერთი, იარო მისი გზებით და დაიცვა მისი მცნებანი, წესები და სამართალი; და იცოცხლებ, გამრავლდები და გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ. ხოლო თუ უგულებელმყოფ, არ შეისმენ, ცდუნდები, უცხო ღმერთებს ეთაყვანები და მათ მოემსახურები,

მეორე რჯული 32:46
უთხრა მათ: გულში აღიბეჭდეთ ყოველი სიტყვა, რომელსაც მე გიმოწმებთ დღეს და ამცნეთ თქვენს ძეებს, რათა იფხიზლონ ამ რჯულის ყოველი სიტყვის აღსასრულებლად.

3 მეფეთა 14:8
წავართვი სამეფო დავითის სახლს და შენ მოგეცი, თუმცა არ ჰგავხარ ჩემს მსახურს, დავითს, რომელიც იცავდა ჩემს მცნებებს და მთელი გულით მიჰყვებოდა ჩემს კვალს, რათა მხოლოდ ის აღესრულებინა, რაც ჩემს თვალში იყო მართებული;

4 მეფეთა 23:3
დადგა მეფე სვეტის წინ და დადო აღთქმა უფლის წინაშე, რომ ივლიდა უფლის კვალზე, მთელი გულით და მთელი სულით დაიცავდა მის მცნებებს, მოწმობებსა და დადგენილებებს, რათა აღსრულებულიყო ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვები. მთელმა ხალხმა მოიწონა აღთქმა.

ნეემია 2:12
ღამით ავდექი რამდენიმე კაცთან ერთად და არავისთვის მითქვამს, რისი გაკეთება ჩამიდო ჩემმა ღმერთმა გულში იერუსალიმისთვის. არავითარი პირუტყვი არ მყოლია თან გარდა იმისა, რაზეც ვიჯექი.

ფსალმუნები 39:8
შენი ნების აღსრულება მწადია ღმერთო და რჯული შენი ჩემს გულშია.

ფსალმუნები 118:2
ნეტარ არიან მისი მცნებების შემნახველნი, მთელი გულით რომ ეძებენ მას.

რომაელთა 6:17
ხოლო მადლობა ღმერთს, რომ თქვენ ადრე ცოდვის მონები, შემდგომ გულით დაემორჩილეთ იმ მოძღვრებას, რომელსაც გადაეცით თქვენი თავი.

იგავები 3:5-6
მთელი შენი გულით მიენდე უფალს და შენს გონიერებას ნუ დაეყრდნობი. ყოველ შენს გზაზე შეიცანი უფალი და ის მოგისწორებს ბილიკებს.

ფსალმუნები 61:8
მას მიენდეთ ყოველჟამს, ხალხნო, თქვენი გულები გადმოღვარეთ მის წინაშე; ღმერთია ჩვენი თავშესაფარი.

მარკოზის 11:23
თუ ვიტყვით – კაცთაგანო, ხალხის ეშინოდათ, რადგან ყველას მიაჩნდა, რომ იოანე ნამდვილად წინასწარმეტყველი იყო.

ლუკას 24:25
მან უთხრა: ჰოი, უგუნურნო და გულით მძიმენო, ყოველივე იმის სარწმუნებლად, რაც ილაპარაკეს წინასწარმეტყველებმა.

ებრაელთა 10:22
მივუახლოვდეთ მას მართალი გულებით და სრული რწმენით, ბოროტი სინდისისგან სხურებით გულგაწმედილნი და სუფთა წყლით სხეულგანბანილნი.

რომაელთა 1:19
იმიტომ, რომ ცხადია მათთვის, რაც შეიძლება იცოდნენ ღმერთზე, რადგან ღმერთმა განუცხადა მათ.

მეორე რჯული 10:12
ახლა რას ითხოვს უფალი, შენი ღმერთი შენგან, ისრაელ? მხოლოდ იმას, რომ გეშინოდეს უფლის, შენი ღმერთის, დადიოდე მისი გზით, გიყვარდეს უფალი ღმერთი და ემსახურო მას მთელი შენი გულით და მთელი შენი არსებით;

იესო ნავეს ძე 22:5
ოღონდ გულმოდგინედ შეასრულეთ მცნება და რჯული, რომელიც გიბრძანათ მოსემ, უფლის მსახურმა, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, და იაროთ მის გზებზე, დაიცვათ მისი მცნებები, ჩაეჭიდოთ და ემსახუროთ მას მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი არსებით.

1 მეფეთა 12:20
უთხრა სამუელმა ხალხს: “ნუ გეშინიათ, კი ჩაიდინეთ ეს ბოროტება, მაგრამ მთავარია არ განუდგეთ უფალს და მთელი გულით ემსახურეთ მას.

Close
Close