იგავნი 19:18
დასაჯე შენი შვილი, მაგრამ არ განაწყო შენი სული მის სასიკვდილოდ.
იგავნი 23:13
ნუ მოერიდები ყმაწვილის დასჯას, რადგან თუ შოლტით სცემ მას, არ მოკვდება.
იგავნი 29:17
დასაჯე შენი შვილი და ის დაგამშვიდებს შენ და შვებას მოჰგვრის შენს სულს.
იგავნი 1:8
ისმინე, შვილო ჩემო, მამაშენის დარიგება და დედაშენის სწავლებას ნუ მიატოვებ.
იგავნი 3:1
შვილო ჩემო! ჩემს რჯულს ნუ დაივიწყებ, და ჩემი მცნებანი დაიცვას შენმა გულმა,
იგავნი 13:1
ბრძენი შვილი ისმენს მამის დარიგებას, თავქარიანი კი არ ისმენს საყვედურს.
კოლოსელთა 3:20
შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, ვინაიდან ასეა მოსაწონი უფლისათვის.
ეფესელთა 6:1
დაემორჩილეთ, შვილებო, თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია
იგავნი 6:20-23
დაიცავი, შვილო ჩემო, მამაშენის მცნებანი და დედაშენის სწავლებას ნუ მიატოვებ. დაიბნიე შენს გულზე სამუდამოდ, შეიბნიე შენს ყელზე. სიარულისას წინ წარგიძღვება, დაწოლისას დაგიფარავს, გამოღვიძებისას საუბარს დაგიწყებს. რადგან მცნება სანთელია და მოძღვრება – სინათლე, ცხოვრების გზა კი – დამრიგებლური შეგონება.