ხანგრძლივი მარხვა ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 34:28
და იყო მოსე უფალთან ორმოცი დღე და ორმოცი ღამე: პური არ უჭამია და წყალი არ დაულევია; და დაწერა დაფებზე აღთქმის სიტყვები, ათი მცნება.

მეორე რჯული 9:9
როცა მთაზე ავედი, ქვის დაფების ჩამოსატანად, აღთქმის დაფების, რომელიც აღგითქვათ უფალმა, ორმოცი დღე და ორმოცი ღამე ვიყავი მთაზე, არც პური მიჭამია და არც წყალი დამილევია;

მეორე რჯული 9:18
დავემხე უფლის წინაშე, როგორც უწინ, ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, პური არ მიჭამია და წყალი არ შემისვამს თქვენი ცოდვების გამო, რომლებითაც სცოდავდით, ბოროტებას რომ სჩადიოდით მის თვალში და აჯავრებდით.

3 მეფეთა 19:6-8
გაიხედა ელიამ და აჰა, ნაკვერჩხლებზე გამომცხვარი ნამცხვარი და წყლით სავსე ქილა უდგას სასთუმალთან. შეჭამა, დალია და ისევ დაწვა. მეორედ მოვიდა უფლის ანგელოზი, შეეხო და უთხრა: „ადექი და ჭამე, რადგან შორი გზა გაქვს”. ადგა, ჭამა, სვა და მოძლიერებულმა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იარა ღვთის მთამდე, ხორებამდე.

მათეს 4:1-2
მაშინ უდაბნოში წაიყვანა სულმა იესო ეშმაკისგან გამოსაცდელად. იმარხულა ორმოც დღეს და ორმოც ღამეს და ბოლოს მოშივდა.

ლუკას 4:1-2
დაბრუნდა იორდანედან სულიწმიდით აღვსილი იესო და სულის მერ გაყვანილ იქნა უდაბნოში. ორმოც დღეს იცდებოდა ეშმაკისგან და არაფერი უჭამია იმ დღეებში; მათი დასრულების შემდეგ მოშივდა.

ფსალმუნები 108:24
მარხვისგან მუხლები დამიუძლურდა, ზეზეურად ჩამოვხმი.

Close
Close