იერემია 18:16
რათა გაეხადათ თავიანთი ქვეყანა უდაბურად, მუდმივ დასაცინად, რომ ყოველი მასზე გამვლელი გაოცდეს და თავი გაიქნიოს.
ეზეკიელი 3:14-15
და სულმა ამიტაცა მე და წამიყვანა, და წავედი მე გამწარებული და გაჯავრებული სულით, და უფლის ხელი მტკიცედ იყო ჩემზე. 15 და მოვედი გადასახლებულებთან თელ-აბიბში, მსხდომებთან მდინარე ქებართან, და სადაც ისინი ისხდნენ, იქ დავჯექი შვიდ დღეს მათ შორის გაოგნებული.
დანიელი 3:24
მაშინ გაოცდა მეფე ნაბუქოდონოსორი და შეშინებული წამოვარდა. მიუგო და უთხრა თავის მრჩეველთ: ჩვენ სამი შეკრული კაცი არ ჩავაგდეთ ღუმელში? მიუგეს მათ და უპასუხეს მეფეს: ჭეშმარიტად ასე იყო, მეფეო!
ლუკას 2:47
და გაოცებული იყო ყველა მისი მსმენელი მისი გონებითა და პასუხებით.
ლუკას 4:32
და გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, ვინაიდან ძალმოსილი იყო მისი სიტყვა.
მარკოზის 5:42
და მყისვე წამოდგა გოგონა და გაიარა. თორმეტი წლისა იყო. მათ დიდად გაუკვირდათ.
ლუკას 5:9
რადგან მასაც და მასთან მყოფთაც თავზარი დასცა მათ მიერ დაჭერილი თევზის სიმრავლემ;
საქმეები 10:45
მორწმუნენი წინადაცვეთილთაგან, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, გაოცდნენ, რომ სულიწმიდის ნიჭი წარმართებსაც მოეფინათ,
იერემია 14:9
რატომ ხარ კაცივით გაოგნებული, მამრივით, რომელსაც არ შეუძლია ხსნა? შენ კი ჩვენს შორის ხარ, უფალო, და შენი სახელი ჩვენზეა წოდებული. ნუ მიგვატოვებ!”
იერემია 4:9
„და იქნება იმ დღეს,” – სიტყვა უფლისა, – „ჩაკვდება მეფის გული და მთავართა გული, და შეძრწუნდებიან მღვდლები და წინასწარმეტყველნი გაოცდებიან.