ფსალმუნები 37:3
ჯანსაღი ადგილი აღარ შემრჩა სხეულზე შენი რისხვის გამო; სიმშვიდე დაეკარგა ჩემს ძვლებს, ჩემი ცოდვის გამო.
მათეს 9:12
იესომ გაიგონა ეს და უთხრა მათ: მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ.
1 კორინთელთა 6:19-20
ანდა ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში მყოფი სულიწმიდისა, რომელიც ღვთისგან გაქვთ და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით? ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ ადიდეთ ღმერთი თქვენს სხეულებსა და თქვენს სულებში, რომლებიც ღმერთს ეკუთვნის.
3 იოანეს 1:2
საყვარელო! ვლოცულობ, რომ ჯანმრთელად იყო და მიაღწიო ისეთ წარმატებას, როგორ წარმატებასაც შენი სულით მიაღწიე.
1 კორინთელთა 10:31
ამიტომ ჭამთ, სვამთ, თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი აკეთეთ ღვთის სადიდებლად.
1 ტიმოთეს 4:8
ვინაიდან ხორციელი წვრთნა ნაკლებად სასარგებლოა, ღვთისმოსაობა კი ყველაფერში გამოსადეგია, რადგან სიცოცხლეს აღგვითქვამს აწმყოშიც და მომავალშიც.
იგავები 17:22
მხიარული გული კარგი მკურნალია, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს.
იგავები 31:17
ძალას ისარტყლავს წელზე და მკლავებს იმაგრებს.
ეფესელთა 5:18
ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით.
მეორე რჯული 7:12-15
თუ შეისმენ ამ სამართალს, დაიცავ და შეასრულებ მას, უფალი, შენი ღმერთიც შეგინახავს აღთქმას და წყალობას, რომელიც შეჰფიცა შენს მამებს. შეგიყვარებს, გაკურთხებს და გაგამრავლებს, გიკურთხებს მუცლისა და მიწის ნაყოფს, მარცვლეულს, ღვინოსა და ზეთს; საქონლის ნამატს და ცხვრის მონაგებს იმ მიწაზე, რომელიც შენთვის მოსაცემად შეჰფიცა შენს მამებს. კურთხეული იქნები ყველა ხალხზე მეტად; და არ იქნება ბერწი და უნაყოფო არც შენში, არც შენს საქონელში.15 მოგაშორებს უფალი ყოველგვარ სენს და არ შეგყრის ეგვიპტის საშინელ სნეულებებს, რომლებიც იცი, შენს მოძულეებს კი გაუჩენს.
იერემია 33:6
აჰა, მევე მოვუტან მათ განკურნებასა და შვებას, განვკურნავ და მშვიდობისა და უსაფრთხოების სიუხვეს გამოვუჩენ.
საქმეები 27:34
ამიტომ გთხოვთ ჭამოთ, ვინაიდან ეს თქვენივე გადასარჩენადაა საჭირო, რადგან არც ერთი თქვენგანის თავიდან ბეწვიც კი არ დაიკარგება.
მეორე რჯული 28:53
და შეჭამ შენი მუცლის ნაყოფს, შენი ძეებისა და ასულების ხორცს, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა, ალყასა და გაჭირვებაში, რომლითაც შეგაჭირვებს შენი მტერი.
ლევიანნი 11:1-4
უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს: უთხარით ისრაელის შვილებს: აი, ცხოველები, რომლებიც გეჭმევათ ყველა პირუტყვს შორის, დედამიწაზე: ყველა პირუტყვი, რომელსაც ჩლიქი ღრმა ჭრილით აქვს გაყოფილი და საცოხნს ამოიცოხნის, შეგიძლიათ შეჭამოთ. იმათგან კი ნუ შეჭამთ, რომლებიც საცოხნს ამოიცოხნიან, მაგრამ ჩლიქი არა აქვთ გაყოფილი: აქლემი, რომელიც საცოხნს ამოიცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი, უწმიდურია თქვენთვის.
იგავები 16:24
სასიამოვნო სიტყვები გოლეული თაფლივითაა, ტკბილი – სულისთვის და კურნება – ძვლებისთვის.
იგავები 4:20-22
შვილო, ჩემს სიტყვას მოუსმინე, ჩემს ნათქვამს დაუგდე ყური. თვალი არ მოაშორო, გულის წიაღში შეინახე. რადგან სიცოცხლეა იგი მისი მპოვნელისთვის და კურნებაა მისი სხეულისთვის.
იგავები 3:7-8
ნუ იქნები ბრძენი საკუთარ თვალში, უფლის გეშინოდეს და ბოროტებას განერიდე. კურნება იქნება ეს შენი სხეულისთვის და სინედლე შენი ძვლებისთვის.
გამოსვლა 15:26
თქვა: თუ მთელი გულით დაემორჩილები უფლის, შენი ღმერთის ხმას, სწორად მოიქცევი მის თვალში, ყურად იღებ მის მცნებებს და დაიცავ მის ყოველ წესს, არ მოვავლენ შენზე არც ერთ სენს, რომელიც მოვავლინე ეგვიპტეზე, რადგან მე ვარ უფალი, შენი მკურნალი.
გამოსვლა 23:25
უფალს, თქვენს ღმერთს ემსახურეთ და ის აკურთხებს თქვენს პურსა და წყალს; და განვაშორებ ავადმყოფობას თქვენი წიაღიდან.
გამოსვლა 15:2
ჩემი ძალა და დიდებაა უფალი. ის მყავდა მხსნელად, იგია ჩემი ღმერთი და მას განვადიდებ; მამაჩემის ღმერთია და მას ავამაღლებ.