24 ამის შემდეგ შეკრიბა ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ, მთელი თავისი ლაშქარი, წამოვიდა და შემოადგა სამარიას. 25 და დიდი შიმშილობა იყო სამარიაში. და სანამ ალყა ჰქონდა შემორტყმული, სახედრის თავი ოთხმოც ვერცხლად იყიდებოდა, ხოლო კაბის მეოთხედი მტრედის სკორე – ხუთ ვერცხლად. 26 და გაიარა ერთხელ ისრაელის მეფემ გალავანზე და შეჰბღავლა ერთმა ქალმა: „მიშველე, მეფე-ბატონო!” 27 და უთხრა: „თუ უფალმა ვერ გიშველა, მე როგორ გიშველო? კალოდან თუ საწნახელიდან?” 28 უთხრა მას მეფემ: „რა მოგივიდა?” უთხრა: „ამ ქალმა მითხრა: ‘მომეცი შენი შვილი, დღეს ის შევჭამოთ, ხვალ – ჩემი.’ 29 და მოვხარშეთ ჩემი შვილი და შევჭამეთ. და ვუთხარი მეორე დღეს: ‘მომეცი ახლა შენი შვილი შევჭამოთ’. მან კი გადამალა თავისი შვილი.”