20 და შეჰღაღადა უფალს და უთხრა: „უფალო, ღმერთო ჩემო! ნუთუ ამ ქვრივ ქალსაც, რომელთანაც მწირადა ვარ, ბოროტს უზამ და შვილს მოუკლავ?“ 21 და სამგზის გადაემხო ბავშვს და შეჰღაღადა უფალს: „უფალო, ღმერთო ჩემო! ჩააბრუნე ამ ყრმის სული მასში.“ 22 და ისმინა უფალმა ელიას ღაღადი და ჩაბრუნდა ყრმაში მისი სული, და გაცოცხლდა იგი.