10 ახლა გამოჩნდა ის ჩვენი მხსნელი ქრისტე იესოს გამოცხადებით, რომელმაც გააუქმა სიკვდილი და სახარებით ნათელი მოჰფინა სიცოცხლეს და უხრწნელებას, 11 რომლის მაცნედ, მოციქულად და მოძღვრად ვარ დადგენილი. 12 ამ მიზეზით ვიტანჯები ასე, მაგრამ არა მრცხვენია, რადგან ვიცი, ვინც ვიწამე, და მწამს, რომ მას ძალუძს შეინახოს ჩემი საწინდარი იმ დღისათვის.