12 და თუ შეისმენთ ამ სამართალს და დაიცავთ და შეასრულებთ, უფალი, შენი ღმერთი, შეგინახავს აღთქმას და წყალობას, რაც შეჰფიცა შენს მამებს. 13 და შეგიყვარებს, და გაკურთხებს, და გაგამრავლებს, და გიკურთხებს მუცლის ნაყოფს და მიწის ნაყოფს, მარცვლეულს და ღვინოს, და ზეთს; ცხვარ-ძროხის ნამატს იმ ქვეყანაში, რომელიც შენთვის მოსაცემად აღუთქვა შენს მამებს. 14 კურთხეული იქნები ყველა ხალხზე მეტად. თქვენში არ იქნება უნაყოფო, და არც თქვენს პირუტყვში – ბერწი. 15 და აგაშორებს უფალი ყოველგვარ სატკივარს. არ შეგყრის ეგვიპტის საშინელ სნებებს, რაც ნანახი გაქვს და იცი, შენს მოძულეებს კი გაუჩენს.