მეორე რჯული 28:1-13

By
იანვარი 10, 2014
1 და თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის, ხმას, რათა დაიცვა და შეასრულო ყველა მისი მცნება, რომელსაც მე გიბრძანებ დღეს, დაგაყენებს შენ უფალი, შენი ღმერთი, ქვეყნიერების ყველა ხალხზე მაღლა. 2 და გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა, და აღსრულდება შენზე, თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის, ხმას. 3 კურთხეულ იყავ ქალაქში და კურთხეულ იყავ მინდორში. 4 კურთხეულ იყოს ნაყოფი შენი მუცლისა და ნაყოფი შენი მიწისა, და ნაყოფი შენი საქონლისა, მონაგები შენი მსხვილფეხა პირუტყვისა, და ნამატი შენი წვრილფეხა პირუტყვისა. 5 კურთხეულ იყოს შენი ბეღლები და შენი საკუჭნაოები. 6 კურთხეულ იყავ შენ შესვლისას და კურთხეულ იყავ შენი გამოსვლისას. 7 და დასცემს უფალი შენს წინაშე შენს მტრებს, შენს წინააღმდგომთ. ერთი გზით წამოვლენ შენსკენ და შვიდი გზით გაიქცევიან შენგან. 8 მოგივლენს უფალი კურთხევას შენს ბეღლებში და ყველაფერში, რასაც შენი ხელი გააკეთებს. და გაკურთხებს იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს შენ უფალი, შენი ღმერთი. 9 და დაგაყენებს შენ უფალი თავის წმიდა ერად, როგორც შემოგფიცა, თუ დაიცავ უფლის, შენი ღმერთის, მცნებებს და ივლი მისი გზებით. 10 და დაინახავენ ქვეყნის ყველა ხალხები, რომ უფლის სახელია შენზე დარქმეული, და შეეშინდება შენი. 11 და გაგაუხვებს უფალი სასიკეთოდ შენი მუცლის ნაყოფში იმ ქვეყანაზე, რომლის მოცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა შენს მამებს. 12 გაგიხსნის უფალი თავის კეთილ საუნჯეს, ზეცას, რათა მისცეს წვიმა შენს მიწას თავის დროზე და აკურთხოს შენი ხელის ყოველი საქმე. შენ ასესხებ მრავალ ერს, შენ კი არ ისესხებ. 13 და გაგხდის შენ უფალი თავად და არა კუდად, და სულ მაღლა იქნები და ძირს არ იქნები, თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის, მცნებებს, რომელთაც გიბრძანებ დღეს დასაცავად და შესასრულებლად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close