6 და როცა ნაქონის კალოსთან მივიდნენ, ხელი შეაშველა ყუზამ ღვთის კიდობანს, რადგან გადახარეს ხარებმა. 7 და აღიგზნო უფლის რისხვა ყუზას მიმართ და იქვე დასცა იგი ღმერთმა ამ სითამამისთვის, და იქვე მოკვდა იგი ღვთის კიდობანთან. 8 და შეწუხდა დავითი, რომ განგმირა უფალმა ყუზა. დღემდე ეწოდება ამ ადგილს ფერეც-ყუზა. 9 და შეეშინდა უფლისა დავითს იმ დღეს, და თქვა: “როგორ მოვა ჩემამდე უფლის კიდობანი?” 10 და არ ინდომა დავითმა უფლის კიდობნის გადატანა თავისთან, დავითის ქალაქში, და გითელი ყობედ-ედომის სახლისკენ გაახვევინა. 11 და დარჩა სამ თვეს უფლის კიდობანი გითელი ყობედ-ედომის სახლში და აკურთხა უფალმა ყობედ-ედომი და მთელი მისი სახლი.