9 და შეეყარა აბესალომი დავითის მსახურთ. აბესალომი ჯორზე ამხედრებული გარბოდა. როცა ჯორმა ტოტებგაბარჯღული დიდი მუხის ქვეშ გაირბინა, აბესალომი თმებით წამოედო მუხის ტოტებს და ჰაერში დარჩა ტოტებზე ჩამოკიდებული, ჯორი კი გაიქცა. 10 ეს დაინახა ერთმა კაცმა და იოაბს შეატყობინა: აბესალომი დავინახე, მუხაზე ჩამოკიდებულიო.