8 მითხრა: ‘დამადექი და მომკალი, რადგან საშინელ ტანჯვაში ვარ, რადგან ჯერ კიდევ მიდგას სული.’9 და დავადექი და მოვკალი, რადგან ვიცოდი, რომ მაინც არ იცოცხლებდა დამარცხების შემდეგ. და მოვხადე გვირგვინი, თავზე რომ ეხურა, და სამაჯური, ხელზე რომ ეკეთა, და აქ მოვუტანე ჩემს ბატონს.” 10 ჩაბღუჯა თავისი სამოსელი დავითმა და შემოიგლიჯა. და ასე ქნა ყველამ, ვინც კი მასთან იყო. 11 და მოთქვამდენ და ტიროდნენ, და საღამომდე მარხულობდნენ, როგორც საულისა და მისი ვაჟის, იონათანის გამო, ასევე უფლის ერისა და ისრაელის სახლის გამო, მახვილისგან რომ დაეცნენ. 12 უთხრა დავითმა ყმაწვილ კაცს, ამბის მომტანს: “სადაური ხარ?” მიუგო: “ხიზანის შვილი ვარ, ყამალეკელი.”