1 ხოლო სული გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ ჟამს ზოგიერთები განდგებიან რწმენისაგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს, 2 თვალთმაქცობით ცრუმეტყველთ, რომელთა სინდისიც დადაღულია, 3 რომლებიც კრძალავენ შეუღლებას და მოითხოვენ თავშეკავებას საკვებისაგან, რომელიც ღმერთმა შექმნა, რათა მადლობით მიიღონ ჭეშმარიტების მორწმუნეებმა და მცოდნეებმა.