1 ტიმოთეს 2:9-15

By
იანვარი 23, 2014
9 ასევე დედაკაცებიც, წესიერი სამოსლით, მორცხვობით და კდემამოსილებით შეიმკონ, არა თმის დაწვნით და ოქროთი, ან მარგალიტებით, ან ძვირფასი ტანსაცმლით, 10 არამედ კეთილი საქმეებით, როგორც შეჰფერით დედაკაცებს, რომლებმაც ღვთისმოსაობა ირჩიეს. 11 დედაკაცი უნდა სწავლობდეს მდუმარებაში სრული მორჩილებით. 12 დედაკაცს არ ვაძლევ სწავლების ნებას, არც ქმარზე ბატონობისას, არამედ იყოს მდუმარედ. 13 ვინაიდან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა. 14 ადამი კი არ შემცდარა, არამედ დედაკაცი შეცდა და დანაშაული ჩაიდინა. 15 თუმცაღა გადარჩება შვილების შობით, თუ იდგება რწმენაში, სიყვარულში და სიწმიდეში კდემამოსილებით.

კომენტარის დატოვება

Close
Close