1 ჟამზე და ვადებზე საჭირო არ არის რაიმე მოგწეროთ, ძმებო, 2 რადგან თქვენ თავადაც კარგად იცით, რომ უფლის დღე ისე მოვა, როგორც ქურდი ღამით. 3 როდესაც იტყვიან: „მშვიდობა და უსაფრთხოება,“ მაშინ მოულოდნელად მოაწევს მათზე განადგურება, როგორც ფეხმძიმეზე მშობიარობის ტკივილები, და ვერ გაექცევიან.