15 ამას გეუბნებით თქვენ უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, ვინც ცოცხლები დავრჩით უფლის მოსვლამდე, არ დავასწრებთ განსვენებულებს, 16 რადგან თვით უფალი გადმოვა ციდან ბრძანებაზე, მთავარანგელოზის ხმაზე და ღმერთის საყვირზე, და ჯერ ქრისტეში მკვდარნი აღდგებიან, 17 მერე კი ჩვენ, ცოცხლები, ვინც დავრჩით, მათთან ერთად ვიქნებით ზეატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად სამარადისოდ უფალთან ვიქნებით.