1 თესალონიკელთა 2:4-9

By
მაისი 20, 2015
4 არამედ ვლაპარაკობთ, როგორც ღმერთისაგან გამოცდილები, რომელთაც მოგვენდო სახარება; და ჩვენ ვაამებთ არა ადამიანებს, არამედ ღმერთს, რომელიც გამოსცდის ჩვენს გულებს. 5 რადგან, როგორც იცით, არასოდეს გვითქვამს პირმოთნე სიტყვა და არც ანგარებიანი ზრახვა გვქონია, ღმერთია მოწამე. 6 არ ვეძებთ დიდებას არც ადამიანთაგან, არც თქვენგან, არც სხვებისაგან. 7 თუმცა შეგვეძლო მომთხოვნები ვყოფილიყავით, როგორც ქრისტეს მოციქულები, მაგრამ გულკეთილად ვიქცეოდით თქვენს შორის, როგორც ძიძა, თავის ბალღებზე რომ ზრუნავს. 8 ასევე ჩვენც, თქვენდამი გულმხურვალეებს, გვსურდა გადმოგვეცა თქვენთვის არა მარტო ღმერთის სახარება, არამედ ჩვენი სულებიც, იმიტომ რომ საყვარელნი გახდით ჩვენთვის. 9 ხომ გახსოვთ, ძმებო, ჩვენი შრომა და ჯაფა: დღე და ღამე ვშრომობდით, რათა არავის დავწოლოდით ტვირთად და ასე ვქადაგებდით თქვენს შორის ღმერთის სახარებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close