1 ნეშტთა 8

By
მაისი 28, 2015
ძველი აღთქმა
1 ნეშტთა

81 ბენიამინმა შვა თავისი პირმშო ბელაყი, მეორე – აშბელი, მესამე – ახრახი, 2 მეოთხე – ნოხა, მეხუთე – რაფა. 3 ბალაყს ჰყავდა ძეები: ადარი, გერა, აბიჰუდი, 4 აბიშუაყი, ნაყამანი, ახოახი, 5 გერა, შეფუფანი, ხურამი, 6 ესენი არიან ახუდის ძენი – მამისსახლთა თავკაცები, რომელნიც გებაყში ცხოვრობდნენ და მანახათში გადაასახლეს. 7 ნაყამანი, ახია და გერა, რომელმაც გადაასახლა ისინი; მას შეეძინა ყუზა და ახიხუდი. 8 შახარაიმს მოაბის ველზე შეეძინა შვილები მას შემდეგ, რაც ხუშიმი და ბაყარა, თავისი ცოლები, გაუშვა. 9 ხოდეშისგან, თავისი ცოლისგან, მას შეეძინა: იობაბი, ციბია, მეშა, მალქამი, 10 იეყუცი, საქია და მირმა. ესენი არიან მამისსახლთა თავკაცები. 11 და ხუშიმისაგან შვა აბიტუმი და ელფაყალი. 12 ელფაყალის ძენი: ყებერი, მიშყამი, შემერი. მან ააშენა ონო და ლოდი თავისი დაბა-სოფლებით. 13 ბერიყა და შემაყი მამისსახლთა თავკაცები იყვნენ და აიალონში ცხოვრობდნენ, მათ განდევნეს გათელები. 14 ახიო, შაშაკი, ირემოთი, 15 ზებადია, ყარადი, ყადერი, 16 მიქაელი, იშფა, იოხა – ბერიყას ძენი. 17 ზებადია, მეშულამი, ხიზკი, ხაბერი, 18 იშმერაი, იზლია, იობაბი – ელფაყალის ძენი 19 იაკიმი, ზიქრი, ზაბდი, 20 ელიყენაი, ცილთაი, ელიელი, 21 ყადაია, ბერაია, შიმრათი – შიმყის ძენი. 22 იშფანი ყებერი, ელიელი, 23 ყაბდონი, ზიქრი, ხანანი, 24 ხანანია, ყელამი, ყანთოთია, 25 იფდეია, ფენუელი – შაშაკის ძენი. 26 შამშერაი, შეხარია, ყათალია, 27 იაყარეშია, ელია, ზიქრი – იეროხამის ძენი. 28 ესენი არიან მამისსახლთა თავკაცები, თავკაცები თავიანთ გვარტომთა. ესენი იერუსალიმში ცხოვრობდნენ. 29 გაბაონში ცხოვრობდა: გაბაონის მამა, რომლის ცოლსაც მაყაქა ერქვა, 30 მისი პირმშო და ძე იყო ყაბდონი, მას მოსდევდნენ ცური, კიში, ბაყალი, ნადაბი, 31 გედორი, ახიო, ზექერი. 32 მიკლოთმა შვა შიმეა. ისინი იერუსალიმში თავიანთი ძმების მოპირისპირე მხარეს ცხოვრობდნენ, ძმებთან ერთად. 33 ნერმა შვა კიში, კიშმა შვა საული, საულმა შვა იონათანი, მალქიშუაყი, აბინადაბი და ეშბაყალი. 34 იონათანის ძე მერიბ-ბაყალი იყო. მერიბ-ბაყალმა შვა მიქა. 35 მიქას ძენი: ფითონი, მელექი, თარეაყი, ახაზი. 36 ახაზმა შვა იეჰოყადა, იეჰოყადამ შვა ყალამეთი, ყაზმავეთი და ზიმრი. ზიმრიმ შვა მოცა, 37 მოცამ შვა ბინყა. მისი ძე იყო რაფა, მისი ძე იყო ელყასა, მისი ძე იყო აცელი. 38 აცელს ექვსი ვაჟი ჰყავდა. აჰა, მათი სახელები: ყაზრიკამი, ბოქრუ, იშმაყელი, შეყარია, ყობადია და ხანანი – ყველა ესენი აცელის ძენი-არიან. 39 მისი ძმის, ყეშეკის ძენი: მისი პირმშო ულამი, მეორე – იეყუში, მესამე – ელიფელეტი. 40 ულამის ძენი მაგარი ვაჟკაცები იყვნენ, მშვილდოსნები და ასორმოცდაათი შვილისა და შვილიშვილის პატრონები. ყველა ესენი ბენიამინის ძეთაგან იყვნენ.

თავი მეშვიდე                                                                                                                                             თავი მეცხრე 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close