1 ნეშტთა 7

By
მაისი 28, 2015
ძველი აღთქმა
1 ნეშტთა 

71 ისაქარის ძენი: თოლაყი, ფუა, იაშუბი, – ოთხნი. 2 თოლაყის ძენი: ყუზი, რეფაია, იერიელი, იახმაი, იაბსამი, სამუელი – თოლაყის მამისსახლის თავკაცები, თავ-თავიანთი მოდგმის მაგარი ვაჟკაცები. დავითის დროს მათი რიცხვი ოცდაორიათას ექვსასი იყო. 3 ყუზის ძე იზრახია. იზრახიას ძენი: მიქაელი, ყობადია, იოელი, იშია – სულ ხუთი თავკაცი. 4 თავ-თავიანთი მოდგმიდან და მამიისსახლიდან ოცდათექვსმეტიათასიანი საბრძოლო რაზმი გამოჰყავდათ ომში, რადგან ბევრი ცოლ-შვილი ჰყავდათ. 5 მათი ძმები, ისაქარის ყველა საგვარეულოს მაგარი ვაჟკაცები, ოთხმოცდაშვიდი ათასნი იყვნენ. ყველანი საგვარტომო ნუსხაში იყვნენ ჩაწერილნი. 6 ბენიამინიანები: ბელაყი, ბექერი და იედიყაელი – სამნი. 7 ბელაყის ძენი: ეცბონი, ყუზი, ყუზიელი, იერიმოთი, ყირი – ხუთნი, მამისსახლის თავკაცები. საგვარტომო ნუსხაში ოცდაორი ათას ოცდათოთხმეტნი არიან ჩაწერილნი. 8 ბექერის ძენი: ზემირა, იოყაში, ელიეზერი, ელიოყენაი, ყომრი, ირემოთი, აბია, ყანათოთი და ყალამეთი. ყველა ისინი ბექერის ძენი არიან. 9 საგვარტომო ნუსხაში ისინი თავ-თავიანთ მამისსახლთა თავკაცების მიხედვით არიან ჩაწერილნი – სულ ოციათას ორასი ძლიერი მებრძოლი. 10 იედიყაელის ძენი: ბილჰანი. ბილჰანის ძენი: იეყუში, ბენიამინი, ეჰუდი, ქენაყანა, ზეთანი, თარშიში და ახიშახარი. 11 ყველა ესენი იედიყაელის ძენი არიან, მამისსახლთა თავკაცები. მათგან ჩვიდმეტიათას ორასი მებრძოლი გამოდიოდა საბრძოლველად. 12 შუფიმი და ხუფიმი ყირის ძენი იყვნენ, ხოლო ხუშიმი ახერის ძე იყო. 13 ნაფთალის ძენი: იახაციელი, გუნი, იეცერი და შალუმი ბილჰას შვილები იყვნენ. 14 მენაშეს ძენი: ასრიელი, რომელიც მისმა არამელმა ხარჭამ გააჩინა; მასვე ეყოლა მაქირი, გილყადის მამა. 15 მაქირმა ცოლები მოუყვანა ხუფიმს და შუფიმს. მათ დას მაყაქა ერქვა, ვაჟს – ცელაფხადი. ცელაფხადს ასულები ჰყავდა. 16 მაყაქამ, მაქირის ცოლმა, ვაჟი გააჩინა და ფერეში დაარქვა. მის ძმას შარეში ერქვა. მისი ვაჟები იყვნენ: ულამი და რაკემი. 17 ულამის ძე – ბედანი. აჰა, ძენი გილყადისა, მაქირის ძისა, მენაშეს ძისა. 18 მისმა დამ, ჰამოლექეთმა შვა იშჰოდი, აბიყეზერი და მახლა. 19 შემიდაყის ძენი იყვნენ: ახიანი, შექემი, ლიკხი და ანიყამი. 20 ეფრემის ძენი: შუთალახი, მისი ძე ბერედი, მისი ძე თახათი, მისი ძე ელყადა, მისი ძე თახათი, 21 მისი ძე ზაბადი, მისი ძე შუთელახი, ყეზერი და ელყადი. ისინი გათის ხალხმა ამოხოცა ამ ქვეყნის მკვიდრებმა, რადგან ისინი საქონლის წასართმევად დაესხნენ თავს. 22 დიდხანს გლოვობდა ეფრემი, მათი მამა . მის სანუგეშოდ მისი ძმები მოვიდნენ. 23 და მიუდგა იგი თავის ცოლს, დაორსულდა და ბიჭი გაუჩნდა, სახელად ბერიყა დაარქვეს, რადგან მის სახლში უბედურება დატრიალდა. 24 შეერა მისი ასული იყო, და მან ააშენა ზემო და ქვემო ბეთ-ხორონი და უზენ-შეერა. 25 მისი ძე იყო რეფახი, მისი ძე რეშეფი და თელახი, და მისი ძე თახანი, 26 მისი ძე ლაყდანი, მისი ძე ყამიჰუდი, მისი ძე ელიშამაყი, 27 მისი ძე ნონი, მისი ძე იესო. 28 მათი სამფლობელო და საცხოვრებელი იყო: ბეთ-ელი და მისი დაბა-სოფლები. აღმოსავლეთით ნაყარანი და დასავლეთით გეზერი თავისი დაბა-სოფლებით, შექემი თავისი დაბა-სოფლებით ღაზამდე და მის დაბა-სოფლებამდე. 29 მენაშეს ძეთა ხელში იყო: ბეთ-შეანი თავისი დაბა-სოფლებით, თაყნაქი თავისი დაბა-სოფლებით, მეგიდო თავისი დაბა-სოფლებით, დორი თავისი დაბა-სოფლებით. ამ ქალაქებში ცხოვრობდნენ იოსების, ისრაელის ძის, ძენი. 30 აშერიანები: იმნა, იშვა, იშვი, ბერიყა და მათი და სერახი. 31 ბერიყას ძენი: ხებერი და მალქიელი, ბირზაითის მამა. 32 ხებერმა შვა იაფლეტი, შომერი, ხოთამი და მათი და შუაყა. 33 იაფლეტის ძენი: ფასაქი, ბიმჰალი და ყაშვათი. ესენი არიან იაფლეტის ძენი. 34 შამერის ძენი: ახი, როჰგა, იეხუბა და არამი. 35 მისი ძმის, ჰელემის ძენი: ცოფახი, იმნაყი, შელეში და ყამალი. 36 ცოფახის ძენი: სუახი, ხარნეფერი, შუყალი, ბერი და იმრა, 37 ბეცერი და ჰოდი, შამა და შილშა, ითრანი და ბეერა. 38 იეთერის ძენი: იეფუნე, ფისფა და არა. 39 ყულას ძენი: არახი, ხანიელი და რიცია. 40 ყველა ესენი აშერის ძენი არიან, მამისსახლთა თავკაცები, რჩეული და ძლიერი მებრძოლები, მთავართა თავკაცები. მათ საგვარტომო ნუსხაში რიცხვით ოცდაექვსი ათასი ომში მებრძოლი კაცია ჩაწერილი.

თავი მეხუთე                                                                                                                                              თავი მერვე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close