1 ნეშტთა 6

By
მაისი 28, 2015
ძველი აღთქმა
1 ნეშტთა

61 ლევის ძენი: გერშომი, კეჰათი და მერარი; 2 გერშომის ძეთა სახელები: ლიბნი და შიმყი. 3 კეჰათის ძენი: ყამრამი იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი. 4 მერარის ძენი: მახლი და მუში. აჰა, ლევის საგვარეულონი, თავ-თავიანთი მამისსახლის მიხედვით. 5 გერშომს ჰყავდა მისი ძე ლიბნი, მისი ძე იახათი, მისი ძე ზიმა, 6 მისი ძე იოახი, მისი ძე ყიდო, მისი ძე ზერახი, მისი ძე იეათრაი. 7 კეჰათის ძენი: მისი ძე ყამინადაბი, მისი ძე კორახი, მისი ძე ასირი, 8 მისი ძე ელკანა, მისი ძე აბიასაფი, მისი ძე ასირი, 9 მისი ძე თახათი, მისი ძე ურიელი, მისი ძე ყუზია, მისი ძე შაული. 10 ელკანას ძენი: ყამასაი და ახიმოთი. 11 მისი ძე ელკანა, მისი ძე ცოფაი, მისი ძე ნახათი, 12 მისი ძე ელიაბი, მისი ძე იეროხამი, მისი ძე ელკანა. 13 სამუელის ძენი: იოელი – პირმშო და მომდევნო აბია. 14 მერარის ძენი: მახლი, მისი ძე ლიბნი, მისი ძე შიმყი, მისი ძე ყუზა, 15 მისი ძე შიმყა, მისი ძე ხაგია, მისი ძე ყასაია. 16 აჰა, ისინი, მგალობლებად რომ დააყენა დავითმა უფლის სახლში, კიდობნის დადგმის შემდეგ. 17 სადღესასწაულო კარავთან გალობით ასრულებდნენ მსახურებას, სანამ სოლომონი იერუსალიმში უფლის სახლს ააშენებდა. ისინი თავიანთი მსახურების წესისამებრ იდგნენ. 18 აჰა, ისინი, მსახურებას ვინც ეწეოდნენ, და მათი ძენი: კეჰათის ძეთაგან ჰემანი – მგალობელი, იოელის ძე, ძისა სამუელისა, 19 ძისა ელკანასი, ძისა იეროხამისა, ძისა ელიელისა, ძისა თოახისა, 20 ძისა ცუფისა, ძისა ელკანასი, ძისა მახათისა, ძისა ყამასაისი, 21 ძისა ელკანასი, ძისა იოელისა, ძისა ყაზარიასი, ძისა ცეფანიასი, 22 ძისა თახათისა, ძისა ასირისა, ძისა აბიასაფისა, ძისა კორახისა, 23 ძისა იცჰარისა, ძისა კეჰათისა, ძისა ლევისა, ძისა ისრაელისა, 24 მისი ძმა ასაფი, მის მარჯვნივ მდგომი, ასაფ ბერექიაჰუს ძე, შიმყას ძისა, 25 ძისა მიქაელისა, ძისა ბაყასეიასი, ძისა მალქიასი, 26 ძისა ეთნისა, ძისა ზერახისა, ძისა ყადაიასი, 27 ძისა ეთანისა, ძისა ზიმასი, ძისა შიმყისა, 28 ძისა იახათისა, ძისა გერშომისა, ძისა ლევისა. 29 მერარის ძენი, მათი ძმები, მარცხნივ რომ იდგნენ: ეთან კიშის ძე, ძისა ყაბდისა, ძისა მალუქისა, 30 ძისა ხაშაბიასი, ძისა ამციასი, ძისა ხილკიასი, 31 ძისა ამაცისა, ძისა ბანისა, ძისა შამერისა, 32 ძისა მახლისა, ძისა მუშისა, ძისა მერარისა, ძისა ლევისა. 33 მათი ძმები, ლევიანები, ღვთის სახლის სავანის ყველანაირი სამსახურისათვის იყვნენ დაყენებულნი. 34 აარონი და მისი ძენი სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე და საკმევლის სამსხვერპლოზე აკმევდნენ, წმიდათა წმიდაში ყველა საქმეს აკეთებდნენ და ყველაფერს ისე ასრულებდნენ ისრაელის განსაწმედად, როგორც ბრძანა მოსემ, ღვთის მსახურმა. 35 აჰა, აარონის ძენი: მისი ძე ელეაზარი, მისი ძე ფინხასი, მისი ძე აბიშუაყი, 36 მისი ძე ბუკი, მისი ძე ყუზი, 37 მისი ძე მერაიოთი, მისი ძე ამარია, მისი ძე ახიტუბი, 38 მისი ძე ცადოკი, მისი ძე ახიმაყაცი. 39 ეს მათი საცხოვრებელი, მათი დაბებისა და საზღვრის მიხედვით ერგოთ აარონის ძეთ, კეჰათელთა საგვარეულოდან წილისყრით მათ ეკუთვნოდათ. 40 და მისცეს მათ ხებრონი, იუდას ქვეყანაში, თავისი სანახებითა და შემოგარენითურთ. 41 ამ ქალაქის მინდორ-ველი და სოფლები ქალებს მისცეს, იეფუნეს ძეს. 42 აარონის ძეთ მისცეს თავშესაფარი ქალაქები: ხებრონი, ლიბნა თავისი სანახებით, იათირი და ეშთემოაყი თავისი სანახებით, 43 ხილენი თავისი სანახებით, დებირი თავისი სანახებით, 44 ყაშანი თავისი სანახებით, ბეთ-შემეში თავისი სანახებით. 45 ბენიამინის ტომიდან: გებაყი თავისი სანახებით, ყალემეთი თავისი სანახებით, ყანათოთი თავისი სანახებით. მათ საგვარეულოებში სულ ცამეტი ქალაქი იყო. 46 ხოლო დანარჩენი კეჰათიანებს, ამ ტომის საგვარეულოდან, მენაშეს ნახევარტომის ნახევრიდან ათი ქალაქი ერგოთ წილისყრით. 47 გერშომიანებს, თავ-თავიანთი საგვარეულოებისდა მიხედვით, ისაქარის, აშერის, ნაფთალისა და მენაშეს ტომებიდან ცამეტი ქალაქი ერგოთ ბაშანში. 48 მერარიანებს, თავ-თავიანთი საგვარეულოებისდა მიხედვით, რეუბენის, გადისა და ზებულუნის ტომებიდან თორმეტი ქალაქი შეხვდათ წილისყრით. 49 ეს ქალაქები მისცეს თავისი სანახებით ისრაელის ძეებმა ლევიანებს. 50 წილისყრით მისცეს იუდას, სიმონისა და ბენიამინის ძეთა ტომებიდან ის ქალაქები, რომელთაც სახელები ერქვათ. 51 კეჰათიანთა საგვარეულოებმა თავიანთი სასაზღვრო ქალქები ეფრემის ტომისაგან მიიღეს. 52 მათვე მისცეს თავშესაფარი ქალაქები: შექემი, ეფრემის მთაზე, თავისი სანახებით, გეზერი თავისი სანახებით, 53 იაკმეყამი თავისი სანახებით, ბეთ-ხორონი თავისი სანახებით, 54 აიალონი თავისი სანახებით და გათ-რიმონი თავისი სანახებით. 55 მენაშეს ნახევარტომიდან – ყანერი თავისი სანახებით და ბილყამი თავისი სანახებით მისცეს კეჰათიანთა დანარჩენ საგვარეულოს. 56 გერშომიანებს, მენაშეს ნახევარტომის საგვარეულოდან, ბაშანში მისცეს: გოლანი თავისი სანახებით და ყაშთაროთი თავისი სანახებით. 57 ისაქარის ტომიდან მისცეს კედეში თავისი სანახებით, დაბრათი თავისი სანახებით, 58 რამოთი თავისი სანახებით, ყანემი თავისი სანახებით. 59 აშერის ტომიდან მისცეს: მაშალი თავისი სანახებით, ყაბდონი თავისი სანახებით. 60 ხუკოკი თავისი სანახებით, რეხობი თავისი სანახებით. 61 ნაფთალის ტომიდან მისცეს კედეში გალილეაში თავისი სანახებით, ხამონი თავისი სანახებით და კირიათაიმი თავისი სანახებით. 62 დანარჩენ მერარიანებს კი ზებულუნის ტომიდან მისცეს რიმონო თავისი სანახებით და თაბორი თავისი სანახებით. 63 იორდანეს გადაღმა, იერიხოსთან, იორდანეს აღმოსავლეთით რეუბენის ტომიდან მისცეს: ბეცერი უდაბნოში თავისი სანახებით, და იაჰცა თავისი სანახებით. 64 კედმოთი თავისი სანახებით და მეფაყათი თავისი სანახებით. 65 გადის ტომიდან მისცეს რამოთი გილყადში თავისი სანახებით, 66 და ხეშბონი თავისი სანახებით და იაყზერი თავისი სანახებით.

თავი მეხუთე
                                                                                                                                            თავი მეშვიდე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close