1 ნეშტთა
41 იუდას ძენი: ფერეცი, ხეცრონი, ქარმი, ხური და შობალი. 2 შობალის ძემ რეაიამ შვა იახათი, იახათმა შვა ახუმაი და ლაჰადი. აჰა, ცორყათელთა საგვარეულონი. 3 აჰა, ყეტამის მამის ძენი: იზრეყელი, იშმა, იდბაში. მათ დას ჰაცელელფონი ერქვა. 4 ფენუელი, გედორის მამა და ყეზერი, ხუშას მამა, ესენი არიან ხურის ძენი, ეფრათას პირმშოსი, ბეთლეხემის მამისა. 5 აშხურს, თეკოაყის მამას, ორი ცოლი ჰყავდა: ხელა და ნაყარა. 6 ნაყარასგან შეეძინა: ახუზამი, ხეფერი, თემნი და ჰაახაშთარი. ესენი იყვნენ ნაყარას ძენი. 7 ხელას ძენი: ცერეთი, იეცხარი და ეთნანი. 8 კოცმა შვა ყანუბი, ჰაცობება და ახარხელ ჰარუმის ძის საგვარეულონი. 9 იაყბეცი თავის ძმებზე უფრო პატივდებული იყო. იაყბეცი დედამისმა დაარქვა, თქვა: რადგან ტკივილით გავაჩინეო. 10 მოუხმო იაყბეცმა ისრაელის ღმერთს და უთხრა: „ნეტა კურთხევით მაკურთხებდე და საზღვრებს გამიდიდებდე, შენი ხელი ჩემთან იქნებოდეს და ბოროტებისაგან დამიცავდე, რომ არ გავიტანჯო.” და მისცა ღმერთმა, რასაც ითხოვდა. 11 შუხას ძმამ ქელუბმა შვა მეხირი, ეშთონის მამა. 12 ეშთონმა შვა ბეთ-რაფა, ფასეახი და ყირ-ნახაშის მამა თეხინა. აჰა, რექას მცხოვრებნი. 13 კენაზის ძენი: ყათნიელი და სერაია. ყათნიელის ძე იყო ხათათი. 14 მეყონოთაიმ შვა ყოფრა. სერაიამ შვა იოაბი, მამა ხუროთა ველისა, რადგან ხურონი იყვნენ. 15 ქალების, იეფუნეს ძის, ძენი: ყირუ, ელა და ნაყამი, ელას ძე იყო კენაზი. 16 იეჰალელის ძენი: ზიფი და ზიფა, თირია და ასარელი. 17 ყეზრას ძენი: იეთერი, მერედი, ყეფერი და იალონი. იეთერმა შვა მირიამი, შამაი და იშბახი, ეშთემოაყის მამა. 18 მის იუდაელ ცოლს შეეძინა იერედი – მამა გედორისა, და ხებერი – მამა სოხოსი, და იეკუთიელი – მამა ზანოახისა. 19 ჰოდიას ცოლის, ნახამის დის ვაჟები: კეყილას მამა გარმელი და ეშთემოაყ მაყაქათელი. 20 შიმონის ძენი: ყამნონი, რინა, ბენ-ხანანი და თილონი. იშყის ძენი: ზოხეთი და ბენ-ზოხეთი. 21 იუდას ძის შელას ვაჟები: ყერი – ლექას მამა, ლაყდა – მარეშას მამა და სელის საქმის საგვარეულოები აშბეაყის სახლიდან. 22 იოკიმი და ქოზებას კაცები, იოაში და სარაფი მოაბსა და იაშუბი-ლახემს ფლობდნენ. ეს ძველი ამბებია. 23 ისინი მეთუნეები იყვნენ და. ნეტაყიმსა და გედერაში სახლობდნენ, მეფესთან ცხოვრობდნენ და მისთვის შრომობდნენ. 24 სიმონის ძენი: ნემუელი, იამინი, იარიბი, ზერახი და შაული; 25 მისი ძე შალუმი, მისი ძე მიშმაყი. 26 მიშმაყის ძენი: მისი ძე ხამუელი, მისი ძე ზაქური, მისი ძე შიმყი. 27 შიმყის თექვსმეტი ვაჟი და ექვსი ქალი ჰყავდა. მის ძმებს ბევრი ვაჟები არ ჰყოლიათ და არც მათი საგვარეულო იყო იუდას ძეთა საგვარეულოსავით მრავალრიცხოვანი. 28 ისინი ცხოვრობდნენ ბეერ-შებაყში, მოლედასა და ხაცარ-შუყალში, 29 ბილჰაში, ყეცემში, თოლადში, 30 ბეთუელში, ხორმაში, ციკლაგში, 31 ბეთ-მარქაბოთში, ხაცარ-სუსიმში, ბეთ-ბირსა და შაყარაიმში. აჰა, მათი ქალაქები დავითის გამეფებამდე. 32 მათი დასახლებები: ყეტამი, ყაინი, რიმონი, თოქენი, ყაშანი – ხუთი ქალაქი. 33 ასევე ყველა ის სოფლები, რომელნიც ამ ქალაქებს ეკვროდნენ ვიდრე ბაყალამდე. აჰა, მათი საცხოვრებელი და მათი საგვარტომო ნუსხა. 34 მეშობაბი, იამლექი, იოშა ამაციას ძე, 35 იოელი და იეჰუ, ძე იოშიბიასი, სერაიას ძისა, ყასიელის ძისა. 36 ელიოყენაი, იაყაკობა, იშოხაია, ყასაია, ყადიელი, იშიმიელი, ბენაია. 37 ზიზა, ძე შიფყისა, ძისა ალონისა, ძისა იედაიასი, ძისა შიმრისა. 38 ესენი, სახელებით რომ არიან ჩამოთვლილნი, თავ-თავიანთი საგვარეულოების მთავრები იყვნენ. მათი მამის სახლი ძალიან გაიზარდა. 39 მათ გედორისაკენ გასწიეს, ველის აღმოსავლეთით, თავიანთი ცხვრისთვის საძოვრების საძებნელად 40 და პოხიერსა და კარგ საძოვარს მიაგნეს. ვრცელი ქვეყანა იყო, თან მშვიდი და მყუდრო, რადგან უწინ აქ ქამის შთამომავლები ცხოვრობდნენ. 41 ისინი, სახელებით რომ იყვნენ ჩამოწერილნი, იუდას მეფის იეხიზკიაჰუს დღეებში მოვიდნენ, და გაანადგურეს მათი კარვები და მაყონელნი, იქ რომ იყვნენ. იმ დღეს ერთიანად ამოწყვიტეს ისინი და მათ ნაცვლად დასახლდნენ, რადგან იქ იყო მათი ცხვრის საძოვრები. 42 მათგან – სიმონის ძეთაგან – ხუთასი კაცი სეყირის მთისკენ გაეშურა იშყის ძეთა: ფელატიას, ნეყარიას, რეფაიას და ყუზიელის მეთაურობით. 43 და გაანადგურეს ყამალეკის დარჩენილი ნატამალი და დღემდე იქ ცხოვრობენ.