1 ნეშტთა 23

By
ივნისი 5, 2015
ძველი აღთქმა
1 ნეშტთა

231 და დავითი მოხუცდა და გაძღა წლებით, და თავისი ვაჟი სოლომონი გაამეფა ისრაელზე. 2 და თავი მოუყარა ისრაელის მთავრებს, მღვდლებსა და ლევიანებს. 3 და აღრიცხეს ოცდაათ წელს გადაცილებული ლევიანები. და გამოვიდა სულ ოცდათვრამეტი ათასი კაცი. 4 აქედან ოცდაოთხი ათასი უფლის სახლის საქმეს უძღვებოდა, ექვსი ათასი კი მწიგნობრები და მსაჯულები იყვნენ. 5 ოთხიათასი კარისმცველი იყო, ოთხიათასი კი იმ საკრავებით ადიდებდა უფალს, რომელნიც დავითმა გააკეთა. 6 და დაჰყო დავითმა ისინი ლევის, გერშონის, კეჰათის და მერარის ძეთა დასებად. 7 გერშონელთაგან იყვნენ: ლაყდანი და შიმყი. 8 ლაყდანის ძენი: უფროსი იეხიელი, ზეთამი და იოელი – სამნი. 9 შიმყის ძენი: შელომითი, ხაზიელი და ჰარანი – სამნი. ესენი არიან ლაყდანის მამისსახლთა თავკაცები. 10 შიმყის ძენი: იახათი, ზინა, იეყუში და ბერიყა. ესენი არიან შიმყის ძენი – ოთხნი. 11 იახათი უფროსი იყო, ზიზა – მომდევნო. იეყუშსა და ბერიყას ძალიან ცოტა შვილები ჰყავდათ. ამიტომ აღრიცხვისას ერთ მამისსახლს შეადგენდნენ. 12 კეჰათის ძენი: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი – ოთხნი. 13 ყამრამის ძენი: აარონი და მოსე. აარონი იმისთვის გამოირჩია, რომ წმიდათა წმიდისთვის ეკურთხებინათ იგი და მისი ძენი უკუნისამდე, რათა მათ ეკმიათ უფლის წინაშე, რათა სამსახური გაეწიათ მისთვის და მისი სახელით უკუნისამდე ეკურთხებინათ. 14 მოსე ღვთისკაცი იყო და მისი ძენი ლევიანთა ტომს მიათვალეს. 15 მო­სეს ძე­ნი: გერ­შო­მი, ელიეზერი. 16 გერ­შო­მის ძე­ნი: შე­ბუ­ე­ლი – უფ­რო­სი. 17 ელიეზერის ძენი იყვნენ: რეხაბია – უფროსი. ელიეზერს მეტი შვილი არც ჰყოლია, რეხაბიას ძენი კი ძალიან გამრავლდნენ. 18 იც­ჰა­რის ძე­ნი: შე­ლო­მი­თი – უფ­რო­სი. 19 ხებრონის ძენი: იერიაჰუ – უფროსი, ამარია – მეორე, იახაზიელი – მესამე, იეკამყამი – მეოთხე, 20 ყუზიელის ძენი: მიქა – უფროსი, იშია – მეორე. 21 მერარის ძენი: მახლი და მუში, მახლის ძენი: ელეაზარი და კიში. 22 ელეაზარი ისე მოკვდა, რომ ვაჟი არ ჰყოლია, მხოლოდ ასულები დარჩა. ისინი კიშის ძეებმა, ბიძაშვილებმა, შეირთეს. 23 მუშის ძენი: მახლი, ყედერი და იერემოთი – სამნი. 24 აჰა, ლევის ძენი, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით, მამისსახლთა თავკაცები, სახელებისა და სულადობის რიცხვის მიხედვით აღრიცხულნი, რომელნიც უფლის სახლის სამსახურის საქმეს უძღვებოდნენ, ოც წელს გადაცილებულნი. 25 რადგან თქვა დავითმა: „უფალმა ღმერთმა მისცა მშვიდობა ისრაელს, თავის ერს, და იერუსალიმში დამკვიდრდა იგი უკუნისამდე. 26 და აღარც ლევიანებს დასჭირდებათ სამსახურის გასაწევად სავანისა და მისი ჭურჭლეულის ტარება.” 27 დავითის უკანასკნელი სიტყვების მიხედვით აღრიცხეს ოც წელს გადაცილებული ლევიანები, 28 რათა ისინი მდგარიყვნენ აარონის ძეთა გვერდით, ემსახურათ უფლის სახლში, ეზოებში და ოთახებში, სუფთად შეენახათ ყოველი სიწმიდე და აღესრულებინათ ღვთის სახლის სამსახური. 29 და ეზრუნათ საწინაშეო პურებზე, ძღვენზე, უფუარ კვერებზე, ტაფებზე და შესაწვავზე, ყველაფრის არწყვა-აწონაზე, 30 დილა-საღამოობით უფლის ქება-დიდებაზე, 31 და ყველა სრულადდასაწველზე უფლისათვის შაბათობით, ახალმთვარობების დღესასწაულების განსაზღვრულ რიცხვებში, როგორც მათთვისაა დადგენილი, უფლის წინაშე მარად აღსასრულებლად, 32 რომ დაიცვან დადგენილება სადღესასწაულო კარვის შესახებ, დადგენილება საწმიდრის შესახებ და დადგენილება აარონის ძეთა – მათი ძმების – შესახებ, უფლის სახლში სამსახურის გასაწევად.

თავი ოცდამეორე                                                                                                                             თავი ოცდამეოთხე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close