5 მერე კი გული ეტკინა დავითს, რომ მოაჭრა კიდე საულის მოსასხამს. 6 და უთხრა თავის ხალხს: “ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს როგორ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის ცხებულია იგი.” 7 და ამ სიტყვებით შეაკავა თავისი კაცები დავითმა და ნება არ მისცა, თავს დასხმოდნენ საულს. ადგა და გამოვიდა საული გამოქვაბულიდან და გავიდა გზაზე.