13 და უთხრა საულმა: „რად მომიწყვეთ შეთქმულება შენ და იესეს ძემ, პური და მახვილი რომ მიეცი მას და ღმერთს რომ შეეკითხე მის გამო, რათა აღმდგარიყო ჩემს წინააღმდეგ, როგორც დღეს გაცხადდა?” 14 და მიუგო ახიმელექმა მეფეს და უთხრა: „ვინ არის დავითივით სარწმუნო შენს მსახურთა შორის? მეფის სიძე, შენი მსახური და შენს სახლში პატივდებული? 15 განა დავიწყებდი მისთვის მკითხაობას ღმერთთან? არამც და არამც! ნურაფერში დამადანაშაულებს მეფე თავის მსახურს და მამაჩემის მთელს სახლს, რადგან ამ საქმისა არაფერი არ იცის შენმა მსახურმა, არც მცირე, არც დიდი.”