12 უღირსები იყვნენ ყელის ვაჟები: უფალს არ ცნობდნენ 13 და არც მღვდლობის მოვალეობას ხალხის წინაშე: როცა კი ვინმე საკლავს დაკლავდა, მოვიდოდა ხორცის ხარშვისას ახალგაზრდა მღვდელი სამკაპით ხელში, 14 ჩაჰკრავდა ავაზანში, ან ქვაბში, ან კოჭობში, ან კარდალში და ყველაფერი, რაც ჩანგალს ამოჰყვებოდა, მღვდელს მიჰქონდა. ასე ექცეოდნენ მთელს ისრაელს, შილოში მიმსვლელს.