1 მეფეთა 17:25-27

By
მარტი 10, 2015
25 და ამბობდნენ ერთმანეთში ისრაელის ძენი: „ხედავთ ამ კაცს, რომ აღზევებულა? ისრაელის შესარცხვენად აღზევდა იგი. მის მძლეველს დოვლათით აავსებს მეფე, თავის ასულს მიათხოვებს ცოლად და მამამისის სახლს გაააზატებს ისრაელში.” 26 და უთხრა დავითმა ახლოს მდგარ კაცებს: „რა ბედი ეწევა კაცს, ვინც ამ ფილისტიმელს დაამარცხებს და სირცხვილს მოხოცავს ისრაელს? რადგან ვინ არის ეგ წინადაუცვეთელი ფილისტიმელი, ასეთ სირცხვილში რომ აგდებს დღეს ცოცხალი ღვთის რაზმებს?” 27 უთხრა მას ხალხმა იგივე სიტყვები: ასეთი და ასეთი ბედი ეწევა კაცს, ვინც მას დაამარცხებსო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close