1 და შეჰყარეს ფილისტიმელებმა საომრად ლაშქარი, და შეიკრიბნენ იუდეის სოქოთში და დაიბანაკეს სოქოთსა და ყაზეკას შორის, ეფეს-დამიმში, 2 ხოლო საული და ისრაელი შეიყარნენ და დაბანაკდნენ მუხნარის ველზე, და დაეწყვნენ ფილისტიმელებთან საბრძოლველად.
ყველაფერი ბიბლიაზე, ბიბლიის სიმფონია, აუდიო ბიბლია,