9 და დაინდეს საულმა და ლაშქარმა აგაგი და საუკეთესო ცხვარი და ძროხა, საკვები, ბაღ-ვენახები და ყველაფერი, რაც საუკეთესო იყო, და რისი განადგურებაც არ მოინდომეს; ყველაფერი უვარგისი და ცუდი კი გაანადგურეს. 10 და იყო უფლის სიტყვა სამუელის მიმართ: 11 „ვნანობ, რომ გავამეფე საული, რადგან განმიდგა მე და აღარ ასრულებს ჩემს სიტყვებს.” და დამწუხრდა სამუელი და მთელი ღამე ღაღადებდა უფლის მიმართ.