1 კორინთელთა 8:9-13

By
თებერვალი 23, 2015
9 მაგრამ გაფრთხილდით, რომ ეს თქვენი თავისუფლება დაბრკოლება არ გახდეს უძლურთათვის. 10 ვინაიდან, თუ ვინმე დაგინახავს შენ, რომელსაც ცოდნა გაქვს, საკერპეში მჯდომარეს, განა მისი უძლური სინდისი არ განაწყობს მას ნაკერპავთა ჭამისთვის? 11 და დაიღუპება შენი ცოდნის მეოხებით შენი უძლური ძმა, რომლისთვისაც მოკვდა ქრისტე. 12 ამრიგად, შესცოდავთ რა ძმების მიმართ და დაჭრით მათ უძლურ სინდისს, ქრისტეს მიმართ შესცოდავთ. 13 ამიტომ თუ საჭმელი აცდუნებს ჩემს ძმას, საუკუნოდ არ ვჭამ ხორცს, რათა არ დავაბრკოლო ჩემი ძმა.

კომენტარის დატოვება

Close
Close