2 და უფრო მეტიც, მნეთა შორის ეძებენ, რომ აღმოჩნდეს სარწმუნო ვინმე. 3 ხოლო ჩემთვის უმნიშვნელოა, თქვენ განმსჯით მე, თუ ადამიანთა სამსჯავრო. მაგრამ მე ნამდვილად არ განვსჯი ჩემს თავს. 4 ვინაიდან არაფერი ვიცი ჩემს თავზე, მაგრამ ამით არ ვმართლდები. ჩემი განმსჯელი ხომ უფალია. 5 ამიტომ ნუ განსჯით უჟამოდ, ვიდრე მოვიდოდეს უფალი, რომელიც გაანათებს ბნელში დამალულს და გამოაჩენს გულის ზრახვებს და მაშინ ექნება თითოეულს ქება ღვთისაგან.