12 ხოლო ჩვენ მივიღეთ არა ამ ქვეყნიერების სული, არამედ სული ღმერთისაგან, რათა შევიცნოთ ღმერთისაგან ჩვენთვის მონიჭებული. 13 და ამას ვამბობთ არა ადამიანთა სიბრძნით ნასწავლი სიტყვებით, არამედ სულიწმიდისაგან ნასწავლით და სულიერს სულიერით განვმარტავთ. 14 ხოლო მშვინვიერი ადამიანი არ იღებს იმას, რაც ღმერთის სულისაგან არის, რადგან უგუნურებად მიაჩნია და არც ძალუძს მისი შეცნობა, რადგან სულიერად არის განსასჯელი. 15 ხოლო სულიერი გამოიძიებს ყოველივეს, თავად კი არავისგან გამოიძიება.