18 რადგან, ჯერ ერთი, გავიგე, რომ როცა ეკლესიაში იკრიბებით, არსებობს განხეთქილებები თქვენს შორის, რაც ნაწილობრივ მჯერა კიდეც. 19 რადგან აზრთა სხვაობაც უნდა იყოს თქვენში, რათა გამოჩნდნენ თქვენს შორის გამოცდილნი. 20 როდესაც იკრიბებით ერთად, უფლის სერობას კი არ იღებთ, 21 რადგან ზოგი წინასწარ ჭამს თავის საკუთარ საჭმელს და ზოგი მშიერი რჩება და ზოგი კი თვრება. 22 განა სახლები არა გაქვთ, რომ იქ ჭამოთ და სვათ? თუ უგულებელყოფთ ღმერთის ეკლესიას და არცხვენთ უქონელთ? რა გითხრათ? შეგაქოთ? ამისათვის ვერ შეგაქებთ.