6 ეს კი ჩვენთვის მაგალითია, რათა არ ვილტვოდეთ ბოროტისაკენ, როგორც ისინი ილტვოდნენ. 7 ნუ იქნებით კერპთაყვანისმცემლები, როგორც ზოგიერთი მათგანი, როგორც წერია: „დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად, და წამოდგნენ სალაღობოდ.“ 8 ნურც ვიმრუშებთ, როგორც ზოგიერთმა მათგანმა იმრუშა, და ერთ დღეს 23 ათასი კაცი დაეცა. 9 ნურც გამოვცდით უფალს, როგორც ზოგიერთებმა გამოსცადეს და გველებისაგან დაიღუპნენ. 10 არც იდრტვინოთ, როგორც ზოგიერთები დრტვინავდნენ და დაიღუპნენ შემმუსვრელისაგან. 11 ყოველივე ეს მათ დაემართათ სამაგალითოდ და აღწერილია ჩვენს დასარიგებლად, ვინც საუკუნეთა აღსასრულს მივაღწიეთ.