3 იმით გავიგებთ, რომ შევიცანით ის, თუ დავიცავთ მის მცნებებს. 4 ვინც ამბობს: შევიცანიო იგი, მაგრამ მის მცნებებს არ იცავს, ცრუა და არ არის მასში ჭეშმარიტება. 5 ხოლო ვინც იცავს მის სიტყვას, მასში ჭეშმარიტად აღსრულებულია ღმერთის სიყვარული. ამით ვუწყით, რომ მასში ვართ. 6 ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, ისევე უნდა იაროს, როგორც ის დადიოდა.