5 და ეს არის უწყება, რომელიც მოვისმინეთ მისგან და გადმოგცემთ თქვენ, რომ ღმერთი არის ნათელი და არავითარი სიბნელე არ არის მასში. 6 თუ ვამბობთ, რომ თანაზიარება გვაქვს მასთან და ბნელში კი დავდივართ, ვცრუობთ და არ ვიქმთ ჭეშმარიტებას. 7 ხოლო თუკი ნათელში დავდივართ, როგორც ის არის ნათელში, მაშინ თანაზიარება გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის, იესოს სისხლი გვწმედს ყოველი ცოდვისაგან. 8 თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში. 9 თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, იგი, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმედს ყოველგვარი უკეთურებისაგან.