1 რაც იყო დასაბამიდან, რაც გვსმენია, რაც ჩვენი თვალით გვინახავს, რასაც დავკვირვებივართ და რასაც ჩვენი ხელებით შევხებივართ, სიცოცხლის სიტყვის შესახებ – 2 და სიცოცხლე გამოჩნდა, და ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ და გაუწყებთ თქვენ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამასთან და ჩვენ გამოგვეცხადა, – 3 რაც გვინახავს და გვსმენია, გაუწყებთ თქვენ, რათა თქვენც გქონდეთ თანაზიარება ჩვენთან, ხოლო ჩვენი თანაზიარება არის მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან.