ხსნის სიხარული ბიბლიის მუხლები

გალატელთა 5:22
ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება,

რომაელთა 14:17
ვინაიდან ღვთის სამეფო საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში.

1 პეტრეს 1:8
ვინც არ გინახავთ და გიყვართ, თუმცა ვერ ხედავთ, მაგრამ გწამთ; და ხარობთ გამოუთქმელი, დიდი სიხარულით,

ფსალმუნები 33:9
მაშინ გაიხარებს უფლით ჩემი სული, მისი შემწეობით ილხენს.

ფსალმუნები 12:5
მე კი შენი წყალობის იმედი მაქვს, შენმიერი ხსნით იხარებს ჩემი გული;

ფსალმუნები 19:5
ვიყიჟინებთ შენი გამარჯვებით და ღმერთის სახელით დროშას ავაფრიალებთ; ყველა შენი სათხოვარი შეგისრულოს უფალმა.

ფსალმუნები 9:14
რათა შენი ყოველი ქება განვაცხადო სიონის ასულის კარიბჭესთან და შენმიერი ხსნით ვილხინო.

რომაელთა 5:2
რომელშიც რწმენით მოვიპოვეთ მისადგომი იმ მადლთან, რაშიც ვდგავართ და ვიქადით ღვთის დიდების იმედით.

რომაელთა 5:11
და არა მარტო ამით, ღმერთითაც ვიქადით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომლის მეშვეობითაც მივიღეთ ახლა შერიგება.

ესაია 12:3
ამიტომ სიხარულით ამოხაპავთ წყალს გადარჩენის წყაროებიდან.

2 კორინთელთა 6:10
თითქოს მწუხარენი, მაგრამ მუდამ მოხარულნი; ვითომც ღატაკნი, მაგრამ მრავალთა გამამდიდრებელნი; როგორც არასმქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი.

რომაელთა 16:19
რადგან ყველასათვის ცნობილია თქვენი მორჩილება, ვხარობ თქვენ გამო, მაგრამ მინდა, რომ ბრძენნი იყოთ სიკეთისათვის და უბრალონი ბოროტისათვის.

ესაია 35:10
დაბრუნდებიან უფლის გამოსყიდულნი და სიმღერით მივლენ სიონში. ყიჟინა და საუკუნო მხიარულება იქნება მათში, ლხინი და სიხარული ეწევათ და დარდი და ოხვრა განშორდებათ.

ესაია 51:11
დაბრუნდებიან უფლის მიერ გამოსყიდულნი, სიმღერით მოვლენ სიონში და საუკუნო სიხარული იქნება მათ თავს, ლხინსა და სიხარულს დაიმკვიდრებენ ისინი, მოშორდებათ დარდი და ოხვრა.

იოანეს 16:20
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, იტირებთ და ივალალებთ, წუთისოფელი კი გაიხარებს. დამწუხრდებით, მაგრამ თქვენი მწუხარება სიხარულად იქცევა.

იოანესწ 16:24
ჯერ ჩემი სახელით არაფერი გითხოვიათ. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრულყოფილი იყოს თქვენი სიხარული.

1 პეტრეს 4:13
არამედ გიხაროდეთ როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს, რათა მისი დიდების გამოცხადებაშიც იხაროთ და იმხიარულოთ.

ფსალმუნები 50:12
შენი ხსნის სიხარული დამიბრუნე და შენი დიდებული სულით გამამაგრე.

Close
Close