რომაელთა 8:5
ვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან, სულიერზე.
რომაელთა 8:7
იმიტომ, რომ ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა; ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის რჯულს და არც შეუძლია.
რომაელთა 8:6
რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები – სიცოცხლე და მშვიდობა.
ფილიპელთა 3:19
მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი მუცელია, მათი დიდება კი სირცხვილშია, ისინი მიწიერზე ფიქრობენ.
გალატელთა 6:8
ვინც თავის ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის მარადიულ სიცოცხლეს.
1 კორინთელთა 6:18
გაექეცით სიძვას; ყოველი ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, სხეულის გარეშეა, მეძავი კი საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს.
რომაელთა 8:13
ვინაიდან, თუ ხორცის მიხედვით ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ.
იოანეს 8:15
თქვენ ხორცის მიხედვით განიკითხავთ, მე კი არავის განვიკითხავ.
იოანეს 8:12
კვლავ ელაპარაკა ხალხს იესო; უთხრა: „მე ვარ სინათლე ქვეყნისა, ვინც მე მომყვება, ბნელში არ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება”.
1 კორინთელთა 3:1
ხოლო მე არ შემეძლო, ძმებო, ისე მელაპარაკა თქვენთან, როგორც სულიერებთან, არამედ როგორც ხორციელებთან, როგორც ჩვილებთან ქრისტეში.
ფილიპელთა 3:4
თუმცა ხორცისადმი ნდობაც შემეძლო. თუ სხვა ვინმე ფიქრობს, რომ ხორცს მიენდოს, მე – მით უმეტეს.
2 კორინთელთა 1:17
ხომ არ ვიჩქარე ჩემს გადაწყვეტილებაში? ანდა, რაც განვიზრახე, ხორციელად ხომ არ განვიზრახე, ისე, რომ ერთდროულად ‘ჰო, ჰოც’ მაქვს და – ‘არა, არაც’?
2 კორინთელთა 10:2
გევედრებით, ჩემი მოსვლისას არ დამჭირდეს კადნიერი სიმკაცრე, რომლის გამოყენებას ვფიქრობ ზოგიერთებზე, ვისაც ხორცის მიხედვით მავალნი ვგონივართ.
გალატელთა 5:13
ხოლო თქვენ, ძმებო, თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.
გალატელთა 6:12
ხორციელად განდიდების მსურველნი წინადაცვეთას მხოლოდ იმიტომ გაიძულებენ, რომ ქრისტეს ჯვრისთვის არ იქნენ დევნილნი.
ეფესელთა 2:11
ამიტომ გახსოვდეთ, თქვენ – ოდესღაც ხორციელად წარმართნი, რომელთაც წინადაუცვეთელებს გიწოდებდნენ ისინი, ვისაც წინადაცვეთილნი ერქვათ ხორცის წინადაცვეთით, რაც კაცის ხელით სრულდებოდა –
კოლასელთა 2:18
ნურავინ დაგაკარგინებთ ჯილდოს ცრუთავმდაბლობითა და ანგელოზებისთვის მსახურებით, ვინც ეპოტინება იმას, რაც არ უნახავს და ფუჭად მედიდურობს თავისი ხორციელი გონებით;
2 ტიმოთეს 4:10
ვინაიდან დემასმა შეიყვარა ეს წუთისოფელი, მიმატოვა და წავიდა თესალონიკეს, კრესკესი – გალატიას, ტიტე – დალმატიას;
1 პეტრეს 2:11
საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც ხიზნებსა და მწირებს. განეშორენით ხორციელ გულისთქმებს, რომლებიც თქვენი სულის* წინააღმდეგ იბრძვიან.
1 პეტრეს 4:3
რადგან თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ წარსულში წარმართთა ნებისამებრ იქცეოდით, რაკი ცხოვრებას გარყვნილებაში, გულისთქმებში, სიმთვრალეში, ღრეობაში, სმასა და საზიზღარ კერპთაყვანისმცემლობაში ატარებდით.
1 პეტრეს 4:6
რადგან იმიტომ ეხარათ მკვდართაც, რომ კაცთა კვალზე ხორცში განკითხულებმა, ღვთის კვალზე იცოცხლონ სულით.
2 პეტრეს 2:10
უპირატესად კი ბილწ ხორციელ გულისთქმებს აყოლილნი, უფლებათა მოძულენი, თავხედნი, ჯიუტნი, დიდებით შემოსილთა ლანძღვისას რომ არ თრთიან;
2 პეტრეს 2:18
ვინაიდან მაღალფარდოვანი ლაქლაქით ხორციელ გულისთქმებსა და გარყვნილებაში ითრევენ იმათ, რომლებიც ეს-ესაა ჩამოსცილდნენ ცდომილებაში მყოფთ.
იუდა 1:19
ესენი არიან განხეთქილების მომტანნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი.