დაბადება 17:10-14
ეს არის აღთქმა, რომელიც უნდა დაიცვათ, აღთქმა მე და თქვენს შორის და შენს მოდგმას შორის თაობიდან თაობამდე: წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა. დაიცვითეთ ჩუჩის წვერი, და იყოს ეს ნიშნად აღთქმისა მე და თქვენს შორის. რვა დღისამ დაიცვითოს თქვენში ყოველმა მამრმა თაობიდან თაობამდე, შინ შობილმა თუ უცხოელისაგან ვერცხლით ნაყიდმა, რომელიც არ არის შენი თესლისაგანი. წინადაიცვითოს შენს სახლში შობილმა და შენმა ვერცხლით ნაყიდმა, და იყოს ჩემი აღთქმა თქვენს ხორცზე საუკუნო აღთქმად. და წინადაუცვეთელი მამაკაცი, რომელსაც არ დაუცვითავს მერვე დღეს ჩუჩა, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან, რადგან დაარღვია ჩემი აღთქმა.“
საქმეები 7:8
და მისცა მას წინადაცვეთის აღთქმა. და ამგვარად შვა ისააკი და წინადასცვითა მას მერვე დღეს; ხოლო ისააკმა – იაკობი, იაკობმა – 12 მამამთავარი.
იესო ნავეს ძე 5:4-8
აი მიზეზი, რატომაც წინადაცვითა იესომ ისინი: ეგვიპტიდან გამოსული ყველა მამაკაცი, ვისაც ბრძოლა შეეძლო, უდაბნოს გზაზე, დაეცა ხეტიალისას ეგვიპტიდან გამოსული მთელი ხალხი წინადაცვეთილი იყო, ხოლო ის ვინც უდაბნოში დაიბადა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდგომ, არ იყო წინადაცვეთილი. რადგან ორმოც წელიწადს ხეტიალობდნენ ისრაელიანები უდაბნოში, ვიდრე არ გაწყდა ეგვიპტიდან გამოსული მთელი ბრძოლისუნარიანი ხალხი, რომელთაც არ შეისმინეს უფლის ხმა, რომელმაც დაფიცა, რომ ისინი ვერ იხილავდნენ იმ ქვეყანას, რომელიც რძესა და თაფლს გამოადინებს, და რომელიც ფიცით აღუთქვა ჩვენს მამებს, რომ მოგვცემდა ჩვენ. და მათი ძენი, რომლებიც მათ ნაცვლად დაადგინა, წინადაცვითა იესომ, რაკი წინადაუცვეთელნი იყვნენ ისინი, რადგან გზაში წინადაცვეთა არ ხდებოდა. და როცა წინადაიცვითა მთელმა ხალხმა, იქვე დარჩნენ ბანაკში ჭრილობის მოშუშებამდე.
ლევიანნი 12:3
მერვე დღეს წინადაცვითონ ბიჭს ჩუჩის ხორცი.
იოანეს 7:22
მოსემ მოგცათ წინადაცვეთა – თუმცა იგი მოსესგან კი არ არის, არამედ მამებისგან – და შაბათობით წინადასცვეთთ კაცს.
გამოსვლა 12:44
ყოველმა ნაყიდმა მონამ მაშინ ჭამოს იგი, თუ წინადაუცვეთ.
მსაჯული 14:3
და უთხრეს მას მამამისმა და დედამისმა: „ნუთუ ქალი დაილია შენს საგვარტომოში და მთელს შენს ერში, რომ მიდიხარ ცოლის მოსაყვანად წინადაუცვეთელ ფილისტიმელთაგან?“ და უთხრა სამსონმა მამას: „მომიყვანე, რადგან ის მომივიდა თვალში.“
ლუკას 1:59
მერვე დღეს მივიდნენ ბავშვის წინადასაცვეთად და უნდოდათ დაერქმიათ მისი მამის სახელი – ზაქარია.
ლუკას 2:21
და როდესაც შესრულდა რვა დღე მისი წინადაცვეთის შესასრულებლად, ეწოდა მას სახელად იესო, ანგელოზის მიერ დარქმეული საშოში ყოფნამდე.
იოანეს 7:23
თუ კაცი წინადაცვეთას იღებს შაბათს, რათა მოსეს რჯული არ დაირღვეს, მე რაღად მრისხავთ იმის გამო, რომ მთელი ადიმიანი განვკურნე შაბათს?
ფილიპელთა 3:5
წინადაცვეთილი მერვე დღეს, ისრაელიანი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელი ებრაელთაგან, რჯულით ფარისეველი,
საქმეები 16:3
პავლემ მოისურვა მასთან ერთად წასვლა. წაიყვანა, და წინადაცვითა იუდეველთა გამო, რომლებიც იმ ადგილებში იყვნენ, რადგან ყველამ იცოდა, რომ მამამისი ბერძენი იყო.
საქმეები 10:45
მორწმუნენი წინადაცვეთილთაგან, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, გაოცდნენ, რომ სულიწმიდის ნიჭი წარმართებსაც მოეფინათ,
საქმეები 15:5
წამოდგნენ ზოგიერთი მორწმუნენი ფარისეველთა დასიდან და თქვეს, რომ საჭიროა წინადაიცვითონ და ებრძანოთ, დაიცვან მოსეს რჯული.
გალატელთა 2:3
მაგრამ ჩემთან მყოფი ტიტეც კი, თუმცა ის ბერძენი იყო, არ აიძულეს, რომ წინადაეცვითა.
ეფესელთა 2:11
ამიტომ გახსოვდეთ, რომ თქვენ, ოდესღაც ხორცით წარმართები, რომელთაც წინადაუცვეთლებს გიწოდებდნენ ისინი, ვისაც ერქვათ წინადაცვეთილები ხორცის წინადაცვეთით, რაც ხელით სრულდებოდა,
კოლოსელთა 3:11
აქ აღარ არის არც ბერძენი, არც იუდეველი, არც წინადაცვეთა, არც წინადაუცვეთელობა, არ არის ბარბაროსი, სკვითი, მონა და თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში.
ტიტეს 1:10
რადგან ბევრია ურჩი, ყბედი და მატყუარა, განსაკუთრებით წინადაცვეთილთაგან,