1 მეფეთა 12:23
მე კი, არ შემეცოდოს უფლისთვის და არ შემეწყვიტოს თქვენთვის ლოცვა. მე დაგაყენებთ კეთილ და სწორ გზაზე.
ესაია 62:6-7
გუშაგები დავადგინე შენს გალავნებზე, იერუსალიმ, არასოდეს დადუმდებიან ისინი, არც დღისით, არც ღამით. უფლის გამხსენებელნო, ნუ დადუმდებით. ნუ მოასვენებთ მას, სანამ არ განამტკიცებს, სანამ ქებად არ აქცევს იერუსალიმს ქვეყანაზე.
ეზეკიელი 34:1-10
იყო უფლის სიტყვა ჩემდამი: „ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე ისრაელის მწყემსების წინააღმდეგ, იწინასწარმეტყველე და უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი, ისრაელის მწყემსებს, საკუთარ თავებს რომ მწყემსავენ! განა ფარა არ უნდა მწყემსონ მწყემსებმა? ცხიმს ჭამთ, მატყლს იცვამთ და მსუქან ცხვარს კლავთ, მაგრამ ფარას არ მწყემსავთ. სუსტებს არ ამაგრებთ და ავადმყოფს არ კურნავთ, მოტეხილს არ უხვევთ და გზააბნეულს უკან არ აბრუნებთ, დაკარგულს არ კითხულობთ და ძალადობითა და სისასტიკით ბატონობთ მათზე. მიმოიფანტნენ მწყემსის გარეშე, ველის მხეცებს გაუხდნენ კერძად და გაიფანტნენ. ყველა მთასა და მაღალ ბორცვზე დაწანწალებს ჩემი ფარა, მიმოიფანტა მთელ ქვეყანაზე ჩემი ფარა და არავინაა მძებნელი და მომკითხავი. ამიტომ, მწყემსებო, ისმინეთ სიტყვა უფლისა: ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, რადგან დასატაცებელი გახდა ჩემი ფარა და ველის მხეცთა კერძად იქცა ჩემი ცხვარი უმწყემსობის გამო; რადგან არ მოიკითხეს მწყემსებმა ჩემი ცხვარი, არამედ საკუთარ თავებს მწყემსავდნენ, ჩემს ცხვრებს კი – არა! ამიტომ, მწყემსებო, ისმინეთ სიტყვა უფლისა, ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მწყემსების წინააღმდეგ ვარ და მათ მოვკითხავ ჩემს ცხვრებს! ჩამოვართმევ ფარაზე მწყემსობას და ვეღარც საკუთარ თავებს დამწყემსავენ! წავგლეჯ ჩემს ცხვრებს მათი პირიდან და აღარ იქნებიან მათი კერძნი!
ზაქარია 10:2-3
ვინაიდან მზაკვრობას ლაპარაკობენ თერაფიმები და ტყუილს ხედავენ მხილველნი. ყალბ სიზმრებს ხედავენ და ლაპარაკობენ, ამაოებით ანუგეშებენ, ამიტომაც ცხვრებივით დახეტიალობენ და იტანჯებიან, რადგან არა ჰყავთ მწყემსი.3მწყემსების წინააღმდეგ აენთო ჩემი გულისწყრომა; ვაცებს დავსჯი, ვინაიდან მოინახულებს ცაბაოთ უფალი თავის სამწყსოს, იუდას სახლს და შემართავს მას, როგორც ცხენს თავის დიად ბრძოლაში.
მარკოზის 13:34-35
ისევე, როგორც შორ გზაზე მიმავალმა კაცმა მიატოვოს თავისი სახლი, თავის მონებს მისცეს ხელმწიფება და ყველას თავისი საქმე მიუჩინოს და მეკარეს ფხიზლად ყოფნა უბრძანოს. ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი – საღამოთი თუ შუაღამისას, მამლის ყივილზე თუ განთიადისას.
იოანეს 10:1-3
„ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, „ვინც კარიდან არ შედის ცხვრის სადგომში, არამედ სხვა გზით გადადის, ქურდია და ავაზაკი. ხოლო, ვინც კარიდან შედის, ცხვრის მწყემსია. მეკარე უღებს მას და ცხვარი ისმენს მის ხმას, იგი სახელებით მოუხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი.
იოანეს 21:16
კვლავ ეუბნება მას მეორედ: „სიმონ იოანესავ, გიყვარვარ?” მიუგო: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ”. უთხრა მას: „მწყემსე ჩემი ცხვრები”.
საქმეები 20:28-31
მაშ, გაუფრთხილდით საკუთარ თავსაც და თქვენს მთელ სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც დაგაყენათ სულიწმიდამ, რათა მწყემსოთ ღმერთის ეკლესია, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა. რადგან ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ ულმობელი მგლები შემოგივარდებიან, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს. თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა გადაიბირონ მოწაფენი. ამიტომ ფხიზლად იყავით, გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს, დღე და ღამე, განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თითოეულ თქვენგანს.
რომაელთა 1:9-10
მემოწმება ღმერთი, რომელსაც ჩემი სულით ვემსახურები მისი ძის სახარებით, რომ განუწყვეტლივ გიხსენებთ თქვენ. მუდამ ვევედრები ჩემს ლოცვებში, რომ ოდესმე მოვიდე თქვენთან ღვთის ნებით,
რომაელთა 16:17
გემუდარებით ძმანო, მოერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებასა და საცდურს ქმნის წინააღმდეგ იმ მოძღვრებისა, რომელიც თქვენ ისწავლეთ, და ზურგი აქციეთ მათ;
1 კორინთელთა 4:14
თქვენს შესარცხვენად როდი ვწერ ამას, არამედ შეგაგონებთ, როგორც ჩემს საყვარელ შვილებს.
ეფესელთა 1:16
არ ვწყვეტ ღვთისადმი მადლიერებას თქვენთვის, გიხსენებთ რა ჩემს ლოცვებში,
ფილიპელთა 1:4
ყოველ ჩემს ვედრებაში სიხარულით ვლოცულობ ყოველი თქვენგანისთვის,
1 თესალონიკელთა 4:1
და ბოლოს, გთხოვთ ძმებო და შეგაგონებთ უფალ იესოში, რაც მიღებული გაქვთ ჩვენგან – თუ როგორ გმართებთ სიარული ღმერთის საამებლად – თუმცა ასეც იარებით, რომ კიდევ უფრო იუხვოთ ამაში.
2 თესალონიკელთა 1:11
ამიტომ გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის, რომ ჩვენმა ღმერთმა გაგხადოთ მოწოდების ღირსნი და ძალით სრულყოს ყოველგვარი სასიკეთო სურვილი და რწმენის საქმე.
1 ტიმოთეს 3:2-7
მაგრამ ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფრთხილი, აზრიანი, წესიერი, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, თვინიერი და არა ფულის მოყვარული, თავისი სახლის კარგი მმართველი, რომელსაც შვილები მორჩილებაში ჰყავს ყოველგვარი ღირსებით. რადგან, თუ ვინმემ საკუთარი სახლის მართვა არ იცის, ღვთის ეკლესიაზე როგორღა იზრუნებს? ნურც ახალმოქცეული იქნება, რათა არ გაამაყდეს და ეშმაკის სამსჯავროში არ მოხვდეს. ასევე კარგი მოწმობა უნდა ჰქონდეს გარეშეთაგან, რათა გასაკიცხი არ გახდეს და ეშმაკის მახეში არ აღმოჩნდეს გაბმული.
1 ტიმოთეს 4:14-15
ნუ უგულებელყოფ შენში არსებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველების მეშვეობით და უხუცესთა ხელდასხმით. ამაზე იბეჯითე და ამაში იდექი, რათა ყველასთვის ცხადი იყოს შენი წინსვლა.
ტიტეს 1:9-11
ვინაიდან ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, როგორც ღვთის სახლმმართველი, არა თვითნება, არა გულფიცხი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არა ანგარების მოყვარული. არამედ სტუმართმოყვარე, სიკეთის მოყვარული, აზრიანი, მართალი, წმიდა და თავშეკავებული, სარწმუნო სიტყვის მიმდევარი, მოძღვრების მიხედვით, რომ საღი მოძღვრებით შეეძლოს შეგონება და მოწინააღმდეგეთა მხილება. ვინაიდან ბევრია ურჩი, ყბედი და მატყუარა, განსაკუთრებით წინადაცვეთილთაგან, რომლებსაც პირი უნდა აეკრათ: ისინი რყვნიან მთელ სახლებს, რადგან სამარცხვინო ანგარების გამო იმას ასწავლიან, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ.
ტიტეს 3:10
განხეთქილების შემომტანს პირველი და მეორე შეგონების შემდეგ გაერიდე,
1 პეტრეს 5:2
მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, არა იძულებით, არამედ ნებით და ღმერთისთვის სათნოდ, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით.
გამოცხადება 22:18
და ვამოწმებ ყველასთვის, ვისაც ესმის ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვები: თუ ვინმე რამეს დაუმატებს ამას, ღმერთი გაუმრავლებს მას ამ წიგნში ჩაწერილ წყლულებს.
მსგავსი თემები: