ხელის დადება მსხვერპლზე ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 29:10
მიიყვანე მოზვერი საკრებულო კარავთან და თავზე დაადონ მოზვერს ხელები აჰარონმა და მისმა ძეებმა.

გამოსვლა 29:15
აიყვანე ერთი ვერძი და ხელები დაადონ თავზე აჰარონმა და მისმა ძეებმა.

გამოსვლა 29:19
აიყვანე მეორე ვერძი და ხელები დაადონ თავზე აჰარონმა და მისმა ძეებმა.

ლევიანნი 1:4
თავზე დაადოს ხელი სრულადდასაწველს და მიღებული იქნება მსხვერპლი მის ცოდვათა გამოსასყიდად.

ლევიანნი 3:2
თავზე დაადოს ხელი თავის შესაწირს და დაკლას საკრებულო კარვის შესასვლელთან; და აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, მოაპკურონ სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ.

ლევიანნი 3:8
თავზე დაადოს ხელი თავის შესაწირს და დაკლას საკრებულო კარვის შესასვლელთან. მოაპკურონ აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ.

ლევიანნი 3:13
თავზე დაადოს ხელი თავის შესაწირს და დაკლას საკრებულო კარვის შესასვლელთან; და მოაპკურონ აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ.

ლევიანნი 4:4
და მიიყვანოს მოზვერი საკრებულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე, ხელი დაადოს მოზვერს თავზე და დაკლას უფლის წინაშე.

ლევიანნი 4:15
თავზე დაადონ მოზვერს ხელი თემის უხუცესებმა უფლის წინაშე და დაიკლას მოზვერი უფლის წინაშე.

ლევიანნი 4:24
დაადოს ვაცს თავზე ხელი და დაკლას იმ ადგილზე, სადაც სრულადდასაწველი იკვლება უფლის წინაშე. ცოდვის მსხვერპლია იგი.

ლევიანნი 4:29
თავზე დაადოს ხელი ცოდვის მსხვერპლს და დაკლას სრულადდასაწველის ადგილზე.

ლევიანნი 4:33
თავზე დაადოს ხელი ცოდვის მსხვერპლს და დაკლას ცოდვის მსხვერპლად იმ ადგილზე, სადაც სრულადდასაწველს კლავენ.

ლევიანნი 8:14
მიიყვანა ცოდვის მსხვერპლი მოზვერი და დაადეს აჰარონმა და მისმა ძეებმა ცოდვისათვის შესაწირ მოზვერს ხელები თავზე.

ლევიანნი 8:18
მოიყვანა სრულადდასაწველი ვერძი და დაადეს აჰარონმა და მისმა ძეებმა ხელები თავზე.

ლევიანნი 8:22
და მიიყვანა მეორე ვერძიც, მღვდლად კურთხევის ვერძი; და დაადეს აჰარონმა და მისმა ძეებმა ხელები თავზე.

ლევიანნი 16:21
დაადებს აჰარონი ორივე ხელს ცოცხალ ვაცს თავზე, აღიარებს ისრაელიანთა ყოველ უკანონობას, ურჩობას, ცოდვას, ვაცს დააკისრებს მათ და წარგზავნის შესაფერი კაცის ხელით უდაბნოში.

რიცხვნი 8:12
დაასხამენ ხელებს ლევიანები მოზვრებს თავზე და შესწირე ერთი ცოდვის მსხვერპლად, ხოლო მეორე სრულადდასაწველად უფლისთვის, ლევიანთა გამოსასყიდად.

Close
Close