ხელახლად დაბადების შედეგები – ბიბლიური ციტატები

2 კორინთელთა 5:17
ამრიგად, ვინც ქრისტეშია, ის ახალი ქმნილებაა. ძველი გადავიდა, აჰა, ყოველივე ახალია.

რომაელთა 6:4-11
ჩვენ მასთან ერთად დავიმარხეთ სიკვდილით ნათლისღებით, რათა, როგორც ქრისტე აღდგა მამის დიდებით მკვდრეთით, ჩვენც ვიაროთ სიცოცხლის განახლებით. რადგან, თუ სიკვდილის მსგავსებით შევუსისხლხორცდით მას, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას. რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი ადამიანი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვის მონები. რადგან, ვინც მოკვდა, ცოდვისაგან თავისუფალია. და თუ ჩვენ ქრისტესთან ერთად მოვკვდით, გვწამს, რომ მასთან ვიცოცხლებთ კიდეც, რადგან ვიცით, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება და სიკვდილი აღარ ბატონობს მასზე. რადგან, ის რომ მოკვდა, ცოდვისათვის მოკვდა ერთხელ, ხოლო რომ ცოცხლობს, ღმერთისათვის ცოცხლობს. თქვენც ასევე შერაცხეთ თქვენი თავი ცოდვისათვის მკვდრებად და ღმერთისათვის ცოცხლებად ქრისტე იესოში.

1 იოანეს 3:9
ყოველი, ვინც ღმერთისაგან არის შობილი, არ ჩადის ცოდვას, რადგან მისი თესლი რჩება მასში და არ ძალუძს მას შეცოდება, რადგან ღმერთისგან არის შობილი.

1 იოანეს 2:29
თუ იცით, რომ იგი მართალია, ისიც იცოდეთ, რომ ყოველი სიმართლის მოქმედი მისგან არის შობილი.

1 იოანეს 3:10
ასე გამოჩნდებიან ღმერთის შვილები და ეშმაკის შვილები: ის, ვინც არ იქმს სიმართლეს, არ არის ღმერთისაგან, და არც ის, ვისაც თავისი ძმა არ უყვარს.

1 იოანეს 5:4
რადგან ყოველი ღმერთისგან შობილი სძლევს ქვეყნიერებას. და ეს არის ძლევა, რომელიც სძლევს ქვეყნიერებას, ჩვენი რწმენა.

Close
Close