იოანეს 3:3-8
მიუგო იესომ და უთხრა მას: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღმერთის სასუფეველს.“ ეუბნება მას ნიკოდემოსი: „როგორ შეუძლია ადამიანს იშვას, თუ იგი მოხუცია? ნუთუ შესაძლებელია, დედის საშოში ხელმეორედ შესვლა და შობა?“ მიუგო იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ იშვება წყლისა და სულისგან, ვერ შევა ღმერთის სასუფეველში. ხორცის მიერ შობილი ხორცია და სულის მიერ შობილი – სული. ნუ გაგიკვირდება, რომ გითხარი: ხელახლად უნდა იშვათ მაღლით. ქარს, სადაც სურს, იქ ქრის, და მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და საით მიდის. ასევეა ყველა შობილი სულისაგან.“
ტიტეს 3:5
მან გვიხსნა ჩვენ არა მართალი საქმეების გამო, რომლებიც ჩავიდინეთ, არამედ თავისი მოწყალებით, ხელახალი შობის განბანითა და წმიდა სულის მიერ განახლებით,
ეფესელთა 2:1
თქვენც მკვდრები იყავით თქვენი დანაშაულებითა და ცოდვებით,
იაკობის 1:18
მან თავისი ნებით დაგვბადა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვიყოთ ვითარცა პირველნაყოფი მის ქმნილებათა შორის.
1 იოანეს 5:1
ყველა, ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღვთისაგან არის შობილი, და ყველა, ვისაც მშობელი უყვარს, მისგან შობილიც უყვარს.